სტატისტიკა - ხვიჩა როგორ ცუდ ფორმაშიც უნდა იყოს, "რუბინსა" და რუსეთში მაინც საუკეთესოა

AutoSharing Option
Prokazan-მა, ანალიტიკური ვებგვერდის, Wyscout-ის მიხედვით, "რუბინის" პირველი წრის შედეგები სტატისტიკურად შეაჯამა.

"აღსანიშნავი ფაქტი: "რუბინი" პრემიერლიგაში ლიდერია შეტევების მარცხენა ფლანგიდან წარმართვით. გუნდის იერიშების 38% ხვიჩა კვარაცხელიასა და ილია სამოშნიკოვის ფრთიდან მიმდინარეობს, 35% - ცენტრიდან და მხოლოდ 28% - მარჯვნიდან. პროცენტული მაჩვენებლით, მთელ უმაღლეს ლიგაში "რუბინის" მარცხენა ფრთა ყველაზე აქტიურია, ხოლო მარჯვენა - ერთ-ერთი პასიური. მარჯვნიდან უფრო ცოტას მხოლოდ "როსტოვი" უტევს.

ახლა რაც შეეხება ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მაჩვენებლებს: ხვიჩა საუკეთესოა გუნდსა და ლიგაში სხვადასხვა კატეგორიაში საშუალოდ ერთ მატჩში:

- კარში დარტყმები (1.1)
-
ორთაბრძოლები (3.25)
- ორთაბრძოლები შეტევაში (20.26) - საუკეთესო ლიგაში
- დრიბლინგი (12.36) - საუკეთესო ლიგაში
- ბურთიანად აჩქარებაში (4.44) - საუკეთესო ლიგაში“.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სამოშნიკოვი ტრვმირებულია და კვარაცხელიას მთელ ფრთაზე ლამის მარტოს უწევდა ბრძოლა (თან როგორ მოედნებზე), რომ ქართველი გარკვეული პერიოდი ტრავმირებული იყო და განუხორციელებელი ტრანსფერის გამო - იმედგაცრუებული (შესაძლოა, მოტივაციაც აქვს დაკარგული). ასე რომ, რამდენადაც ცუდ პირობებსა და სიტუაციაში უნდა იმყოფებოდეს, ცუდად თამაში უბრალოდ არ შეუძლია და უკეთეს გუნდში გაცილებით უკეთ გაირჯება. ეს ცხადია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მინდა ხვიჩა ვესტ ჰემში ვიხილო. მარჯვნის მსოფლიოში პირველი დრიბლიორი ადამა ტრაორე, მარცხნივ ხვიჩა, არანაკლები დრიბლიორი, უმაგრესი ტანდემი იქნება. ამათი გაქცევა სასიამოვნო საცქერი იქნება. ღმერთმა ქნას ასე იყოს
ვანჩოპე
22 დეკემბერი 2021 01:38
0
მაგაშია საქმე ბიძიკო-ყველამ რო გაიგო ხვიჩაზე როგორც კი ბურთს მიიღებს მის ფრთაზე მოწინააღმდეგის მცველს მეორე მცველი აზღვევს-ანუ 2 კაცი გადადის ხვიჩაზე და მესამეც მიწეულია იმ 2ს რო გასცდეს.ამასობაში კიდე თავისუფალ სივრცეს ცენტრში და მარჯვნივ ვერ იყენებენ ჰაკშაბანოვიჩი და დრეიერი(2 ლუზერი შენაძენი,მაგათ ყიდვას ჩინური ცხარე სუპები ეყიდათ შეჭამდნენ მაინც ამ სიცივეში) მაკაროვი მაინც არ გაეყიდათ,ან დესპოტის შემცვლელად ვინმე უკეთესი მოეყვანათ,ის ვინც ჰყავთ ახლა ცენტრფორვარდად პირველ წრეში კარის მიმართულებით თუ დაარტყა ნეტავ საერთოდ.
მერე მიდგებიან და ხვიჩა რატო არ თამაშობსო..ფეხბურთელია,ის კი არაა- კომანდოსი(შვარცნეგერი)ბავშვს რო მოპარავენ და მარტო რო ომობს.
Levani
22 დეკემბერი 2021 01:17
0
100% ანალიზია
zaza
22 დეკემბერი 2021 09:27
0
ხვიჩასთვის "რუბინში" უფრო უკეთესი სტატისტიკის გაკეთება ძალიან ძნელია პარტნიორების დაბალი ხარისხის გამო, მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი აზმუნი როცა "რუბინში" თამაშობდა (მაშინ ის იყო 23-24 წლის.) ორ სეზონში მხოლოდ 9 გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. რუბინში კი 19-20 წლის ხვიჩამ იმდენივე სეზონში 9 გოლი გაიტანა და 16 ასისტი გააკეთა. ამას + 5 გოლი ერთ საგოლე პასი ეროვნულ ნაკრებში. ასე რომ დროა გამოიცვალოს გუნდი და მწვრთნელი, წავიდეს ევროპაში
რობი
22 დეკემბერი 2021 01:00
0
ფეხბურთი მხოლოდ გოლები არ არის. ეს ფეხბურთის უცოდინარი ხალხისთვის არის მხოლოდ, გოლი თუ გაიტანა კაია და თუ ვერ გაიტანა ცუდი. ასე პრიმიტიულად არ უნდა შეხედო ფეხბურთს.
ეს ბიჭი უნიჭიერესია და დიდი იმედი მაქვს, რომ იპოვის თავის გზას ევროპაში.
.
21 დეკემბერი 2021 22:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული