voetbalnieuw: ჩაკვეტაძეს გრანდების რიგი ედგა, ახლა კი ახალი დამსაქმებლის მოძებნა გაუჭირდება

AutoSharing Option
voetbalnieuw-მა „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს წერილი მიუძღვნა, რომელიც განაცხადში ვერ ხვდება და შეიძლება მალე გუნდის გამოცვლა მოუწიოს:

„გენტის“ საუკეთესო ფეხბურთელი თავისი მოქმედებით შოკში გვაგდებს

„შესანიშნავი სეზონის შემდეგ ჩაკვეტაძე სრულად გაქრა „გენტის“ მხედველობის არიდან. მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი უარს ამბობს 22 წლის ტოპ-ტალანტზე, მაგრამ ქართველმა ახლა დასკვნები უნდა გამოიტანოს.

ამ სეზონში ჩაკვეტაძე, როგორც იქნა, თავისი კარიერის საჭირო მიმართულებით წარმართვასთან ახლოს იყო. ტექნიკური და გამოცდილი ნახევარმცველი ოთხი წლის განმავლობაში ბელგიის მოედნებზე ერთ-ერთი უდიადესი ტალანტი იყო, თუმცა რამდენიმე მძიმე ტრავმის გამო ვერ შეძლო თავისი
პოტენციალის სრულად რეალიზება. სეზონის დასაწყისში ისე მოჩანდა, რომ ჩაკი მაინც მოახერხებდა „გენტში“ თავისი კვალის დატოვებას. ეს სეზონი მისთვის ახალი სტარტის მანიშნებელი იყო.

ვანჰეზებრუკი თანდათან აძლევდა სათამაშო დროს ტრავმებისადმი მიდრეკილ ქართველს, რაც რეაბილიტაციის საშუალებას მისცემდა. პირველად სეზონში „მეხელენთან“ გამოჩნდა, როდესაც შეცვლაზე 21 წუთით შევიდა და ეს კლასის საჩვენებლად საკმარისი აღმოჩნდა. „მას ჯერ კიდევ აქვს კარგი ფეხები“, - თქვა ნამატჩევს მწვრთნელმა. გავიდა სულ ცოტა დრო, ვიდრე გუნდის თავკაცი თავის დიად, მაგრამ მყიფე, ნიჭიერ ფეხბურთელს ბაზაზე შეაქებდა.

Sportall.Ge

ასე იყო „ანდერლეხტთან“ და „სერკლ ბრიუგესთან“ შეხვედრებში. მაშინ ჩაკვეტაძე „გენტში“ ერთ-ერთი საუკეთესოც კი გახლდათ. „მხოლოდ გიორგიმ ითამაშა თავისი ნორმის ფარგლებში“, - გაისმა უკანასკნელ ცნობებში. ვანჰეზებრუკმა აღიარა, რომ ქართველი კრეშენდოა და უმატებს: „მთელ ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საჭირო დროს და ახლა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დონე კიდევ უფრო ამაღლდება, ფიზიკურად მომძლავრდება, რაც კიდევ უფრო დიდი მოქმედებების საშუალებას მისცემს“.

ეს ოპტიმისტური სიგნალები სერიოზულ იმპულსს ნიშნავდა ფეხბურთელისა და გუნდისათვის. ის კონტრაქტის მიხედვით აღმოსავლეთ ფლანდრიაში ოთხი წელი მუშაობდა და ეს პერიოდი რამდენადმე უნაყოფო იყო თვითნაბადი ნიჭის მქონე ოქროს ქართველისთვის. რამდენიმე წლის წინ მიშელ ლუვაჟიმ (კლუბის გენერალური დირექტორი) ტრანსფერზე „ტოტენჰემის“ წინადადებაც კი უარყო. „ამ ზაფხულს გიორგის 15 მილიონ ევროდაც კი არ გავუშვებთ. მის ერთი ან ორი წლით დატოვებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ლუვაჟიმ 2018 წელს.

თუმცა, მიმდინარე სეზონის სტარტზე რამდენიმე კარგი თამაშის შემდეგ, მან სწორი მიმართულება დაკარგა. ვანჰეზებრუკი თავის ათიანს ხშირად განაცხადს მიღმა ტოვებს. ასე მოხდა ჩემპიონატის ბოლო 6 შეხვედრაში. ეს ძალიან საგანგაშოა.

„გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია. ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში და, თავად იქმნი პრობლემებს“, - ბრძანა მწვრთნელმა დეკემბრის დასაწყისში პრესკონფერენციაზე.

Sportall.Ge

უკანასკნელი სანაკრებო პაუზისას ჩაკვეტაძემ დიდი შრომისუნარიანობით არ გამოიჩინა თავი, რაც „გენტის“ მწვრთნელმა აღნიშნა.

ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ჩაკვეტაძე „გენტში“ უკანასკნელ კვირებს ითვლის და გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს. ხაზგასასმელია: ჩაკვეტაძე შეიძლება ევროპის რომელიმე უმაღლესი ლიგის გუნდში გადავიდეს. ჯერ უცნობია, რომელი კლუბია მზად მის ასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ლიდერის პოტენციალი გააჩნია, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის არქონა დაინტერესებული კლუბებისათვის ფეხბურთელის უზარმაზარი ნაკლია. უკანასკნელ წლებში რომ თამაში თითქმის არ უწევდა, ჩაკვეტაძისთვის პლუსი არაა.

ეს უეჭველია, ქართველს ახალი დამსაქმებლის ძიებაში პრობლემას შეუქმნის. რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო რამდენიმე წლის წინ. 2017 წელს მის რიგში წამყვანი ევროპული კლუბები იდგნენ - „ბაიერს“, „ბაიერნს“, „ტოტენჰემს“, „ბორნმუთსა“ და „ჰოფენჰაიმს“ ჰქონდათ თვალი დადგმული, „მანჩესტერმა“ კი, როგორც იტყობინებოდნენ, 6-მილიონევროიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა მისი გადაბირება მოახერხა, რადგან იქამდე თბილისის „დინამოსთან“ უკვე შეთანხმებული იყო".

მკითხველის კომენტარები / 39 /
გენტიდან წასვლა საერთოდ არ არის ტრაგედია მთავარია როცა წავა მერე არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება და ისეთ კლუბში არ წავიდეს სადაც კვლავ შეექმნება პრობლემები და ამაზე უარეს სიტუაციაში ჩავარდება.
ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება 1 სეზონი საქართველოში დაბრუნება მაგ თბილისის დინამოში ან ბათუმის დინამოში ორივე გუნდი ევროტურნირებზე თამაშობს და აქ თამაში დაეხმარება ფორმის აღდგენაში.
კაშიამ ითამაშა ერთი სეზონი და საერთოდ არ შეტყობია რაიმე კომპონენში რომ რამე მოეკლოს ან რეგრესზე წასულიყოს პირიქით ნაკრებში ძალიან კარგი მატჩები ქონდა და აღიდგინა ფორმა და მერე ევროპაშიც გადავიდა ლოკოდან უპრობლემოთ ვფიქრობ ახლა რომ დაბრუნდეს და დაიწყოს თამაში ქართულ კლუბში აგვისტომდე აღიდგენს ფორმას ევროტურნირებსაც ითამაშებს და მერე ინტერესი ევროპის კაი გუნდებიდან ისევ მოვა.
ხარაბაძე ჩამოვიდა შვეიცარიდან არ იყოო ფორმაში ახლა დინამოში თამაშობს და მშვენიერ ფორმაში შევიდა და ნაკრებშიც კარგი თამაშები ქონდა ასე, რომ ნამდვილად არ არის ტრაგედია ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნება მშობლიურ გარემოში უფრო მარტივი იქნება ფორმის აღდგენა და თამაში ასეთ რთულ ეტაპზე ვიდრე ახალ უცხო ქვეყანაში უცხო გუნდში და ა.შ.
giorgi
23 დეკემბერი 2021 03:39
0
ვითომ სალუქვაძის წინასწარმეტყველება აჰხდა?? ტობოლში ან კაირათში რო უწინასწარმეტყველა კარიერის გაგრძელება ისე ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ როგორც ინფორმაცია გამოვიდა რუსეთის პირველი ლიგის ფეხბურთელით აპირებენ მის შეცვლას გენტში რაც არის ტრაგედია!! ესეიგი გენტისთვის ჩაკვეტაძე რუსეთის პირველი ლიგის დონეც აღარ არის რაც არის ძალიან მძიმე და არასასიამოვნო მოვლენა თან მისი აგენტები რომ ვიციი ჯერ ისედაც სად წაიყვანეს თავიდანვე და ახლა მითმეტეს მაგათ ა ამ პირობებში და ამ ფორმაში სად უნდა მოაწყონ ან რა კლუბში უნდა წაიყვანონ ეგეც უკვე წარმომიდგენია წესიერ გუნდს და ჩემპიონატს ნამდვილად არ ველი :((( და შეიძლება მართლა აჰხდეს სალუქვაძის წინასწარმეტყველება.
გოჩა
23 დეკემბერი 2021 03:29
2
ჯაკობია გახოკიძის ტანმდემი მიხედავს ამას... იქვე არ ყავს? საწყალი ჩაკვე :( რა ხალხს გადაეყარა. გამოფხიზლდი ბიჭო სანამ დროა, მოეშვი ამ შეყვარებულობანას და ძმაკაცებში დროის გაყვანას. ან რასაც შვები მანდ არასწორს - იმას. აბა როგორ ახერხებ ამხელა ინტერესის ფონზე მწვრთნელების და გულშემატკივრის გადაკიდებას? დაიწყე ვარჯიში და თუ რამე გიჭირს ერთი ინტერვიუ ჩაწერე, რა დაგემართა შე კაი ადამიანო . გამოფხიზლდი!!!
კაპიტან გარდენბურგი
23 დეკემბერი 2021 03:22
0
როცა ფეხბურთელს არც ტრამვა აქვს და არც დისკვალიფიკაცია და ამდენი ხანი არ შეიყვანენ განაცხადში ეს დიდი ალბათობით ნიშნავს იმას რომ ან მწვრთნელის სჯის რაღაცის გამო ან კიდევ გუნდიდან გაშვებას უპირებენ და უკვე გადაწყვეტილია ეს ამბავი და იქედან გამომდინარე რომ სატრანსფერო ფანჯარა ფაქტიურად 1 კვირაში გაიხსნება დიდი ალბათობით დატოვებს გენტს სამწუხაროდ ახლა ისეთ ფორმაშია და იმდენი ხანი გაუცდა რომ არამგონია რომ გენტზე უკეთეს გუნდში ან ბელგიაზე უკეთესი ჩემპიონატის გუნდში გადავიდეს და ევროპის კარგი ჩემპიონატის წესიერი გუნდებიდან წამოვიდეს ინტერესი 2 წელზე მეტი წესიერად ფეხბურთი არ უთამაშია და რაც დაბრუნდა მისი თამაშის ხარისხი და ფორმა ნამდვილად არასახარბიელოა და თან ზამთარში ახალი გუნდის პოვნა რთულია.
გიორგი
23 დეკემბერი 2021 03:21
2
ნიჭი და ტალანტი მნიშვნელოვანია რათქმაუნდა , მაგრამ მხოლოდ ნიჭის ხარჯზე დიდი ფეხბურთი არავის უთამაშია შრომაა საჭირო და მონდომება.
საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყოლია, რომლებმაც თავიანთი ხასიათის უდისციპლინობის არაპროფესიონალიზმის და სიზარმაცის გამო ვერ ითამაშეს იმ დონეზე რა დონეზეც შეეძლოთ, უამრავი გვარის დასახელება შეიძლება მჭედლიძე, ,გოგუა ,ჭანტურია ,ხოჯავა და კიდევ ბევრი სხვა.
ტრამვა რათქმაუნდა ცუდია და მნიშვნელოვნად აზიანებს ფეხბურთელს, თუმცა ტრამვა ბევრს მიუღია მაგრამ დაბრუნებულან და უფრო მაგრად დაუწყიათ თამაში.
რობერტო ბაჯიო ყველაზე მეტად იყო მიდრეკილი ტრამვებისკენ მაგრამ როცა თამაშობდა შეუდარებელი იყო მოედანზე, მარადონას საერთოდ ფეხი მოტეხეს მაგრამ რომ დაბრუნდა და მოიშუშა ტრამვა უფრო მაგრად დაიწყო თამაში ვიდრე იქამდე თამაშობდა და მე არ გამიგია ზოგადად ფეხბურთელი ვისაც არ ქონია ტრამვები.
დიდი ფეხბურთის თამაში თუ გინდა რათქმაუნდა ნიჭი და ტალანტიც საჭიროა თუმცა ამასთა ერთად ასევე უმნიშვნელოვანესია და გადამწყვეტი თავდაუზოგავი შრომა მონდომება დისციპლინა რაც ჩვენს ფეხბურთელებს სამწუხაროდ აკლიათ და ჩაკვეტაძე ნებისმიერ კლუბში სადაც არ უნდა წავიდეს თუ არ იშრომებს და არ დაიხარჯება ბოლომდე არ მოინდომებს და მაქსიმუმს არ დადებს ყველგან ასეთი მდგომარეობა ექნება როგორიც აქვს ახლა.
გიორგი
23 დეკემბერი 2021 03:13
0
ერთ ორ კაპიკს გააკეთებენ და მერე ეზარებათ შრომა ესაა ქართველი ფეხბურთელის სენი
ოტელო
23 დეკემბერი 2021 12:12
0
ეს რომ რუსეთში თამაშობდეს, წავიდოდა აი რუსებმა რა უქნეს, განაცხადშიც არ სვამენ, უნდათ რომ ანჟი მახაჩკალას დონეზე დავიდეს და ა.შ
a
23 დეკემბერი 2021 02:20
5
ლივერპულმა მინიმუმ 100 წელიი არცერთი თასიი არ მოიგოს უფალს ვევედრები და კლოპი ვაფშეე ვერასდროს ვეღარ ეღირსოსს თასსს უფალო გევედრებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ლივერპული მძულს
23 დეკემბერი 2021 01:57
18
არც ერთ ქართულ გამოცემაში არაფერი არ იბეჭდება ჩაკვეტაძეზე, ეტყობა არ უნდათ დალაპარკება. ძალად ხომ ვერ აალაპარაკებენ?
კოკა
23 დეკემბერი 2021 01:57
0
არანაირი კონტაქტი!!!
არარსებობს
23 დეკემბერი 2021 02:15
0
ქართველო სპორტულო ჟურნალისტებო!, ვიღაც-ვიღაც ევროპელი სპეციალისტების უკვე გაჟღერებულ მოსაზრებებს პერიოდულად რომ გადმოგვცემთ ჩაკვეს შესახებ, არ შეიძლება დაელაპარაკოთ მას?, მის მწვრთნელს?, მენეჯერს?, ან ბოლო-ბოლო ოჯახს? და მოგვაწოდოთ რეალური ინფორმაცია რა ხდება მის გარშემო?
ვაჟა მასწავლებელი
23 დეკემბერი 2021 01:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული