„გენტის“ საუკეთესო ფეხბურთელი თავისი მოქმედებით შოკში გვაგდებს
„შესანიშნავი სეზონის შემდეგ ჩაკვეტაძე სრულად გაქრა „გენტის“ მხედველობის არიდან. მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი უარს ამბობს 22 წლის ტოპ-ტალანტზე, მაგრამ ქართველმა ახლა დასკვნები უნდა გამოიტანოს.
ამ სეზონში ჩაკვეტაძე, როგორც იქნა, თავისი კარიერის საჭირო მიმართულებით წარმართვასთან ახლოს იყო. ტექნიკური და გამოცდილი ნახევარმცველი ოთხი წლის განმავლობაში ბელგიის მოედნებზე ერთ-ერთი უდიადესი ტალანტი იყო, თუმცა რამდენიმე მძიმე ტრავმის გამო ვერ შეძლო თავისი
ვანჰეზებრუკი თანდათან აძლევდა სათამაშო დროს ტრავმებისადმი მიდრეკილ ქართველს, რაც რეაბილიტაციის საშუალებას მისცემდა. პირველად სეზონში „მეხელენთან“ გამოჩნდა, როდესაც შეცვლაზე 21 წუთით შევიდა და ეს კლასის საჩვენებლად საკმარისი აღმოჩნდა. „მას ჯერ კიდევ აქვს კარგი ფეხები“, - თქვა ნამატჩევს მწვრთნელმა. გავიდა სულ ცოტა დრო, ვიდრე გუნდის თავკაცი თავის დიად, მაგრამ მყიფე, ნიჭიერ ფეხბურთელს ბაზაზე შეაქებდა.
ასე იყო „ანდერლეხტთან“ და „სერკლ ბრიუგესთან“ შეხვედრებში. მაშინ ჩაკვეტაძე „გენტში“ ერთ-ერთი საუკეთესოც კი გახლდათ. „მხოლოდ გიორგიმ ითამაშა თავისი ნორმის ფარგლებში“, - გაისმა უკანასკნელ ცნობებში. ვანჰეზებრუკმა აღიარა, რომ ქართველი კრეშენდოა და უმატებს: „მთელ ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საჭირო დროს და ახლა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დონე კიდევ უფრო ამაღლდება, ფიზიკურად მომძლავრდება, რაც კიდევ უფრო დიდი მოქმედებების საშუალებას მისცემს“.
ეს ოპტიმისტური სიგნალები სერიოზულ იმპულსს ნიშნავდა ფეხბურთელისა და გუნდისათვის. ის კონტრაქტის მიხედვით აღმოსავლეთ ფლანდრიაში ოთხი წელი მუშაობდა და ეს პერიოდი რამდენადმე უნაყოფო იყო თვითნაბადი ნიჭის მქონე ოქროს ქართველისთვის. რამდენიმე წლის წინ მიშელ ლუვაჟიმ (კლუბის გენერალური დირექტორი) ტრანსფერზე „ტოტენჰემის“ წინადადებაც კი უარყო. „ამ ზაფხულს გიორგის 15 მილიონ ევროდაც კი არ გავუშვებთ. მის ერთი ან ორი წლით დატოვებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ლუვაჟიმ 2018 წელს.
თუმცა, მიმდინარე სეზონის სტარტზე რამდენიმე კარგი თამაშის შემდეგ, მან სწორი მიმართულება დაკარგა. ვანჰეზებრუკი თავის ათიანს ხშირად განაცხადს მიღმა ტოვებს. ასე მოხდა ჩემპიონატის ბოლო 6 შეხვედრაში. ეს ძალიან საგანგაშოა.
„გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია. ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში და, თავად იქმნი პრობლემებს“, - ბრძანა მწვრთნელმა დეკემბრის დასაწყისში პრესკონფერენციაზე.
უკანასკნელი სანაკრებო პაუზისას ჩაკვეტაძემ დიდი შრომისუნარიანობით არ გამოიჩინა თავი, რაც „გენტის“ მწვრთნელმა აღნიშნა.
ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ჩაკვეტაძე „გენტში“ უკანასკნელ კვირებს ითვლის და გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს. ხაზგასასმელია: ჩაკვეტაძე შეიძლება ევროპის რომელიმე უმაღლესი ლიგის გუნდში გადავიდეს. ჯერ უცნობია, რომელი კლუბია მზად მის ასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ლიდერის პოტენციალი გააჩნია, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის არქონა დაინტერესებული კლუბებისათვის ფეხბურთელის უზარმაზარი ნაკლია. უკანასკნელ წლებში რომ თამაში თითქმის არ უწევდა, ჩაკვეტაძისთვის პლუსი არაა.
ეს უეჭველია, ქართველს ახალი დამსაქმებლის ძიებაში პრობლემას შეუქმნის. რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო რამდენიმე წლის წინ. 2017 წელს მის რიგში წამყვანი ევროპული კლუბები იდგნენ - „ბაიერს“, „ბაიერნს“, „ტოტენჰემს“, „ბორნმუთსა“ და „ჰოფენჰაიმს“ ჰქონდათ თვალი დადგმული, „მანჩესტერმა“ კი, როგორც იტყობინებოდნენ, 6-მილიონევროიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა მისი გადაბირება მოახერხა, რადგან იქამდე თბილისის „დინამოსთან“ უკვე შეთანხმებული იყო".
ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება 1 სეზონი საქართველოში დაბრუნება მაგ თბილისის დინამოში ან ბათუმის დინამოში ორივე გუნდი ევროტურნირებზე თამაშობს და აქ თამაში დაეხმარება ფორმის აღდგენაში.
კაშიამ ითამაშა ერთი სეზონი და საერთოდ არ შეტყობია რაიმე კომპონენში რომ რამე მოეკლოს ან რეგრესზე წასულიყოს პირიქით ნაკრებში ძალიან კარგი მატჩები ქონდა და აღიდგინა ფორმა და მერე ევროპაშიც გადავიდა ლოკოდან უპრობლემოთ ვფიქრობ ახლა რომ დაბრუნდეს და დაიწყოს თამაში ქართულ კლუბში აგვისტომდე აღიდგენს ფორმას ევროტურნირებსაც ითამაშებს და მერე ინტერესი ევროპის კაი გუნდებიდან ისევ მოვა.
ხარაბაძე ჩამოვიდა შვეიცარიდან არ იყოო ფორმაში ახლა დინამოში თამაშობს და მშვენიერ ფორმაში შევიდა და ნაკრებშიც კარგი თამაშები ქონდა ასე, რომ ნამდვილად არ არის ტრაგედია ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნება მშობლიურ გარემოში უფრო მარტივი იქნება ფორმის აღდგენა და თამაში ასეთ რთულ ეტაპზე ვიდრე ახალ უცხო ქვეყანაში უცხო გუნდში და ა.შ.
საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყოლია, რომლებმაც თავიანთი ხასიათის უდისციპლინობის არაპროფესიონალიზმის და სიზარმაცის გამო ვერ ითამაშეს იმ დონეზე რა დონეზეც შეეძლოთ, უამრავი გვარის დასახელება შეიძლება მჭედლიძე, ,გოგუა ,ჭანტურია ,ხოჯავა და კიდევ ბევრი სხვა.
ტრამვა რათქმაუნდა ცუდია და მნიშვნელოვნად აზიანებს ფეხბურთელს, თუმცა ტრამვა ბევრს მიუღია მაგრამ დაბრუნებულან და უფრო მაგრად დაუწყიათ თამაში.
რობერტო ბაჯიო ყველაზე მეტად იყო მიდრეკილი ტრამვებისკენ მაგრამ როცა თამაშობდა შეუდარებელი იყო მოედანზე, მარადონას საერთოდ ფეხი მოტეხეს მაგრამ რომ დაბრუნდა და მოიშუშა ტრამვა უფრო მაგრად დაიწყო თამაში ვიდრე იქამდე თამაშობდა და მე არ გამიგია ზოგადად ფეხბურთელი ვისაც არ ქონია ტრამვები.
დიდი ფეხბურთის თამაში თუ გინდა რათქმაუნდა ნიჭი და ტალანტიც საჭიროა თუმცა ამასთა ერთად ასევე უმნიშვნელოვანესია და გადამწყვეტი თავდაუზოგავი შრომა მონდომება დისციპლინა რაც ჩვენს ფეხბურთელებს სამწუხაროდ აკლიათ და ჩაკვეტაძე ნებისმიერ კლუბში სადაც არ უნდა წავიდეს თუ არ იშრომებს და არ დაიხარჯება ბოლომდე არ მოინდომებს და მაქსიმუმს არ დადებს ყველგან ასეთი მდგომარეობა ექნება როგორიც აქვს ახლა.