totalfootballanalysis: კვარაცხელია - ფერან ტორესის ალტერნატივა "ბარსაში"

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ 21 წლის ნახევარმცველი ფერან ტორესი „ბარსელონაში“ აპირებს გადასვლას. Totalfootballanalysis-მა XGold-ით კატალონიური გუნდისთვის Wyscout-ის მონაცემების მიხედვით ტორესის მსგავსი ფეხბურთელები და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია შეარჩია. რა თქმა უნდა, ეს სტატია ჰიპოთეზურია და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ქართველის მოხსენიება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და მისადმი გარკვეულ ინტერესზე მეტყველებს.

1. იარი ვერშავენი (ანდერლეხტი, 20 წლის, ბელგია)
2. ჯერემი პინო (ვილიარეალი, 19 წლის, ესპანეთი)
3. პედრო დე ლა ვეგა (ლანუსი, 20 წლის, არგენტინა)

4. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, 20 წლის, საქართველო)

Sportall.Ge

„შემდეგი ჩვენს სიაში, ალბათ, ყველაზე „მხიარულია“ – საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის“ გარემარბი კვარაცხელია. ის ჯერ მშობლიურ საქართველოში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, 2019 წელს  - მოსკოვის „ლოკომოტივში“, იჯარის მერე „რუბინს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როდესაც ბოლოს და ბოლოს წავა, რუსული კლუბი მისი ტრანსფერით უზარმაზარ მოგებას ნახავს. ხვიჩამ საქართველოს ეროვნულ გუნდში 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა, სიმაღლე 183 სანტიმეტრია, უფრო ცაციათი თამაში ეხერხება, დინამიკურია და დრიბლინგისას სახიფათო.

მიმდინარე სეზონში რუსეთის უმაღლეს დივიზიონში 1081 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე საშუალოდ დრიბლინგის წარმოუდგენელი მაჩვენებელია - 12.43-დან 47.65% წარმატებული. აგრეთვე - საშუალოდ 2.33 90 წუთში ბურთიანად აჩქარებაში. ხვიჩა მეტოქისთვის გოლის გატანის მხრივ დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი სტატისტიკური მაჩვენებლები შეტევაში 2.58 შერბენითა და მეტოქის ზონაში ბურთის 3.58 შეხებით იმის ვარაუდის უფლებას გვაძლევს, რომ მისი შედეგიანობა გაუმჯობესდება. მოწინააღმდეგისათვის საფრთხეს წარმოადგენს აგრეთვე გადაცემებითა (0.17) და საკვანძო გადაცემებით (0.67).

ხვიჩას უკანასკნელი ორი სატრანსფერო ფანჯრისას პრემიერლიგის კლუბებს უკავშირებდნენ და ისე მოჩანდა, რომ მფრინავი ქართველისთვის გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო.

დასკვნა

უეჭველია, ფერან ტორესი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ არ არის არავითარი გარანტია, რომ „ბარსელონაში“ წარმატებას მიაღწევს. ჩვენ მიერ დასახელებული ოთხივე შემტევი „ბარსასთვის“ 55 მილიონ ევროზე ნაკლებადაა ხელმისაწვდომი და როგორც ჩანს, ყოველ მათგანს მომავალში საინტერესო კარიერა ექნება“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ადამიანი არ მალავს "რეალზე" ვოცნებობო. საიდან მოაქვთ ასეთი სისულელეები ვინც ამას წერს ან აქ, ან ნებისმიერ სხვა გამოცემაში? ხო, ახლა ვთქვათ და ეს ზღაპარი ახდა, მერე "ფიგუს" თუ ჩაატარებს ოდესმე ჩვენი ხვიჩა არ გამიკვირდება ქართველი გულშემატკივრები რომ გაუნახევრდეს "ბარსას" გულეშემატკივრების სახით )))
დინამოელი
13:33 25-12-2021
0
კვარაცხელია ტორესის შემცვლელი - ევროპელების აზრი.


დრეირი კვარაცხელიას შემცვლელი - რუსების აზრი.
___
იუპ ვაშუ M...
Facti.
08:40 25-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული