"ღამურების" სამწვრთნელო შტაბს მიაჩნია, რომ მამარდაშვილი მნიშვნელოვანი აქტივია, რომელშიც თანხა გონივრულად იხარჯება. გიორგის ღირებულება 850 ათასი ევროა. თბილისური კლუბი თანხას 2 ნაწილად მიიღებს - 1 იანვარსა და 1 ივლისს. ასე რომ, მამარდაშვილი "ვალენსიას" 100%-იან მფლობელობაში ზაფხულიდან გადავა.
მეკარე კონტრაქტს 3 წლით, 2025 წლამდე გააფორმებს. მისი წლიური ხელფასი გაიზრდება, თუმცა ჯერჯერობით მილიონ ევროს ვერ მიაღწევს.
ამ სეზონში კლუბი მას ფიქსირებულ, ყოველთვიურ გადასახადს უხდის და დამატებით თანხას ბონუსად ურიცხავდა, როცა სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა.
მომზადებულია plazadeportiva-ს მიხედვით
რას ნიშნავს რივეროს წასვლა? - "ვალენსიამ" მამარდაშვილი მალე უნდა გაიფორმოს...
ბორდალასის სატრანსფერო გეგმები - მამარდაშვილის საკითხი 3 იანვრის შემდეგ