ბორდალასის სატრანსფერო გეგმები - მამარდაშვილის საკითხი 3 იანვრის შემდეგ

AutoSharing Option
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2022 წლის 3-31 იანვრის პერიოდში გაიხსნება. ამისთვის ხოსე ბორდალასი და "ვალენსიაც" ემზადებიან. eldesmarque-ი რამდენიმე ფეხბურთელის ირგვლივ საუბრობს.

ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილზე წერს, რომ მისი გამოსყიდვის საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს. ამავდროულად, შესაძლოა, გუნდი მეკარე კრისტიან რივერომ დატოვოს.

როგორც ჩანს, "ღამურებს" ცენტრალური მცველის შეძენა ძალიან სჭირდება და საინტერესო კანდიდატურაც ჰყავს - 35 წლის დიეგო გოდინი. მდიდარი საკლუბო კარიერის მქონე ურუგვაელი ამჟამად "კალიარიში" გამოდის.

გუნდიდან წამსვლელთა სიას "სათავეში" 21 წლის ფორვარდი მანუ ვალიეხო უდგას, რომელიც სავარაუდოდ, იჯარით ისევ "კადისს" შეუერთდება.
ამავდროულად, ესპანეთში დაბრუნებას ყოფილი "ბარსელონელი", "ბრაგას" შემტევი აბელ რუისი გეგმავს.

ასე რომ, "ვალენსია" სატრანსფერო პერიოდში პასიურობას არ აპირებს, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი მამარდაშვილის საკითხია, რომელიც ჯერ კიდევ თბილისის "დინამოს" საკუთრებაა.

altრა მოხდება ზაფხულში? deportevalenciano: სილესენი მამარდაშვილთან კონკურენციაში მშვიდადაა

altქართველი მეკარეების ორშაბათი - მაკარიძისა და მამარდაშვილის შანსები

altმამარდაშვილი თუ ხაუმე? - plazadeportiva-ს მთავარი დილემა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული