matchtv: გაგნიძეს წარმატებული ვოიაჟი აქვს და ცაიტნოტში თამაშის წარმართვის უნარი გააჩნია

AutoSharing Option
matchtv-მ რუსეთის პრემიერლიგის მეორე ეშელონის გუნდების ლიდერები დაასახელა და კითხვა დასვა - ხომ არაა დრო მათ შორის ზოგიერთი ტოპ-კლუბში გადაბარგდეს?

მოხსენიებულ ფეხბურთელთა შორისაა "ურალის" ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე, რომელიც მოსკოვის "დინამომ" "ურალში" იჯარით გაუშვა. გაგნიძემ მიმდინარე ჩემპიონატის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნოემბრის ბოლოდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა.

ლუკა გაგნიძე. 18 წლის. საყრდენი ნახევარმცველი
პერსპექტივა: "დინამოში" დაბრუნება

"ურალში" იჯარის წესით თამაშობს, მასზე უფლებას კი "დინამო" ფლობს. ჯერჯერობით თავის ეკატერინბურგულ საზაფხულო ვოიაჟს სრულად ამართლებს: რეგულარულად თამაშობს და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვს. ფეხბურთელი ახლა
ჩამოყალიბების სტადიაშია, თუმცა მწვრთნელ იგორ შალიმოვისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.

ახალ გუნდში გაგნიძე მოედნის ცენტრიდან თამაშის წარმართვის უნარს აჩვენებს. მიუხედავად "ურალის" უპირატესად დაცვიდან შეტევაში გადასვლის დიდი რაოდენობის ფაზებისა, როდესაც გადაწყვეტილება ცაიტნოტშია მისაღები, მას გადაცემების მაღალი სიზუსტე (86%) აქვს. და კიდევ - ჰავბეკი ინიციატივას იჩენს დრიბლინგისას (2.4 მცდელობა) მაღალი ხარისხით (69%).

ამავ დროს სრულყოფისათვის ბევრი რამ აქვს დასახვეწი. აუცილებლად უნდა მოუმატოს ორთაბრძოლებში (48%) და ართმევებში (48%). ასეთი მაჩვენებლებით "დინამოს" ძირითადში მოხვედრა ძნელია".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაკრებს ყველაზე მეტად სადაც უჭირს ცენტრია. ხშირია, როცა პრესინგისას ბურთს ვკარგავთ, ასევე ბურთს ვერ ვიჭერთ და წინ ვერ მიგვაქვს ბურთი და მაგ მხრივ გაგნიძეს შეუძლია დაეხმაროს ნაკრებს. იმედია მარტის თვეში გამოიძახებენ უკვე პირველ გუნდში.
პელიდი
26 დეკემბერი 2021 12:01
0
ნაკრებში ათამაშონ აქ სანამ დროა, თორე რუსები მიითვისებენ
Io
26 დეკემბერი 2021 00:47
7
ძალიან კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია ლუკაც მაგრამ მასაც 5 წლიანი კონტრაქტი აქვს დინამოსთან, როგორც ხვიჩას რუბინთან, რაც კიდევ ერთი შეცდომაა აგენტის მხრიდან.ასე არ შეიძლება!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
25 დეკემბერი 2021 23:58
1
ურალში მის პირველ თამაშებს რომ ვუყურებდი,აშკარად ჩანდა თანაგუნდელებთან მისი ტექნიკური და აზრობრივი უპირატესობა,თუმცა თვალში საცემი იყო,ფიზიკური სისუსტე და დაბალი სათამაშო აგრესია.დარწმუნებული ვიყავი,რომ ძირითადში ადგილს მოიპოვებდა და ერთერთ ლიდერად იქცეოდა.მგონი ასეც ხდება,თუმცა მის გვიანდელ თამაშებს,სამწუხაროდ ვეღარ ვნახულობდი.ძალიან პერსპექტიული ბიჭია და თუ ზრდა გააგრძელა,საქართველოს ნაკრებს მალე გაუშინაურდება.
სოსო
25 დეკემბერი 2021 23:36
1
მ.მაჩაიძისა და ვ.დარასელიას თამაშის სტილს მაგონებს!
ვაჟა მასწავლებელი
25 დეკემბერი 2021 22:34
1
ძაან მაგარი ბიჭია, დიდ ფეხბურთს ითამაშებს
Batumi90
25 დეკემბერი 2021 22:28
1
ზაფხულიდან დინამოს ძირითადში უნდა ჩაჯდეს და ჯაბას ღირსეული შემცვლელი ეყოლება ნაკრებში.
Levani
25 დეკემბერი 2021 22:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული