eurofootballrumours.com: "ვესტ ჰემი" კვარაცხელიას ტრანსფერში 13 მილიონის გადასახდელად მზადაა

AutoSharing Option
eurofootballrumours.com-ი ირწმუნება, რომ „ვესტ ჰემი“ მზადაა „რუბინის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიძინოს.

გამოცემის ცნობით, ლონდონური გუნდი შეტევის ხაზში იანვარში კარგი ფეხბურთელებით გაძლიერებას საჭიროებს და ყურადღება კვარაცხელიას მიაპყრო, რომელიც თავისი ასაკის კვალობაზე ძალიან გამოცდილია, განვითარებისთვის ყველაფერი გააჩნია და მისით ბევრი ევროპული და მათ შორის ინგლისური კლუბია დაინტერესებული.

„ლონდონის „ვესტ ჰემის“ მენეჯერი ყურადღებით აკვირდებოდა ხვიჩას თამაშს და კლუბი ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს, გუნდის გასაძლიერებლად კი ნაახალწლევს საჭირო თანხა ექნებათ. 20 წლის ქართველი „ვესტ ჰემის“ შეტევას მრავალფეროვნებას შესძენს და მზად არიან მოთხოვნილი 13 მილიონი ფუნტი
გადაიხადონ.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, გამოცდილების შეძენასთან ერთად კიდევ უკეთესი ფეხბურთელი გახდება და ეს „ვესტ ჰემის“ კარგი ხანგრძლივვადიანი ინვესტიცია გახდება. მთლიანობაში კვარაცხელია დავიდ მოიესისთვის იდეალურია არჩევანი იქნება, რამეთუ ის მონაცემები აქვს, რასაც თავისი შემტევებისგან მოითხოვს“.

მკითხველის კომენტარები / 11 /
უბდურება იმაშია რომ ის ღორმუცელა საიმანოვი 20 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლოს @ ჯუღელი უნდა გააგდოს ოჯახმა მაგარი აფერისტია--აკი კონტრაქტში ჩავაწერინე რომ თუ ტოპ ლიგის გუნდი გამოჩდება ხელს არ შეუსლიანო @ და ეს ხელის შეშლა არაა ? აბა რა დოზანაა ??
zura222
18:24 27-12-2021
0
მაიკლ ანტონიო და კვარაააა
Goga
14:09 27-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული