როგორც უკვე გაცნობეთ, "ანორთოსისის" თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა თანანაკრებელ გურამ კაშიასთან ერთად "აპოელის" მატჩს დაესწრო და "ომონიას" კარში გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი გოლისას გაიღიმა, რამაც ფამაგუსტური გუნდის გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. goal.philenews-ი იტყობინება, რომ გაღიმების გამო კაჭარავას "ანორთოსისის" დატოვება მოუწევს.
გამოცემა იტყობინება, რომ ნიკა გუნდთან ერთად აღარ ივარჯიშებს და შეეცდებიან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მასთან კონტრაქტი გაწყვიტონ, სანაცვლოდ კი მან კომპენსაცია უნდა მიიღოს. თუმცა, ქართველი ფორვარდი დიდხანს უგუნდოდ არ დარჩება, ვინაიდან ორი პოლონური კლუბი ეპატიჟება.
კაჭარავას კონფლიქტი ჰქონდა მწვრთნელ თემურ ქეცბიასთან და კვიპროსის
ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში "პაეკთან" სათადარიგო იყო. ის ადრე პოლონეთში "კორონასა" და "ლეხში" თამაშობდა.