აზაროვის "ტრაბზონსპორთან" ტრანსფერი შეჩერებულია

AutoSharing Option
Fotomac-ი daily sabah-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბათუმის "დინამოს" მცველ ირაკლი აზაროვის "ტრაბზონსპორში" გადასვლაზე მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება შეჩერებულია.

მიზეზი ფინანსურ პირობებზე შეუთანხმებლობაა.

19 წლის აზაროვი ტრაპიზონში გუშინ დილით მიიწვიეს, ყველაფერზე მოლაპარაკებულები იყვნენ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მომენტში ბათუმის "დინამომ" სატრანსფერო ფასი ასწია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაინც ვფიქრობ,რომ აზაროვის წასვლა,ნაადრევია.ბათუმში,ის სახლშია და ყველა მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე მუშაობს.ჯერ კიდევ მოზარდია.უნიჭიერესი,მაგრამ ჯერაც ჩამოუყალიბებელი მოზარდი.ნაკრებში თამაშობს,გუნდშიც ლიდერია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.თუ ბათუმში დარჩება,ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის თამაშებიც მოუწევს და მისი გამოცდილება თუ ფასი,კიდევ უფრო მოიმატებს.იქნებ ისე მოხდეს,რომ იმ დროისათვის გაცილებით ძლიერი ლიგის გუნდები დაინტერესდნენ.საფხულის სატრანსფერო აქტიურობა ხომ ყოველთვის გაცილებით მეტია.თვითონაც მეტად იქნება იმ დროისათვის მომზადებული ფიზიკურადაც და მენტალურადაც.უცხოეთში ჩვენს ტალანტებს რომ არ ეფერებიან,ყველანი ვხედავთ.ამიტომ სჯობია აქედანვე მომზადებულები წავიდნენ.თვითონაც უკეთეს პირობებს მიიღებენ და ბათუმიც თავის წილ მოგებას ნახავს.ალალია მათზეც.ეს მილიონიც უკვე დღესვე,ძალიან ცოტა მგონია,მასში გადასახდელად და იაფად ნაყიდებს რომ არ აფასებენ,ამაშიც ბევრჯერ დავრწმუნდით.ასე რომ ჩემი აზრით,ირაკლის დარჩენა ურჩევნია.ზაფხულამდე მაინც.თუმცა დინამომაც ახალი,გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა შესთავაზოს,რომ ნამეტანი არ დაიჩაგროს.თურქეთშიც ფინანსური კრიზისია და შესაძლოა ტრაბზონსპორსაც სირთულეები შეექმნას,ასე რომ ეს ტრანსფერი,აუცილებელი და სასწრაფო საჭიროება არ არის.
სოსო
04 იანვარი 2022 21:38
0
თურქულ პრესაში 1 მილიონი დაიწერა, რაც ვფიქრობ ცოტაა აზაროვისთვის. დინამომ მეტად უნდა იხეიროს მისით ან დაიტოვოს ერთი სეზონით მაინც
._.
04 იანვარი 2022 18:58
3
დაღუპავენ ამ ბიჭსაც რაც კვარაცხელიას გაუკეთეს ამასაც იგივეს უზავენ
ბექა
04 იანვარი 2022 19:40
2
ინტელექტის ბუკეტი...ძალად ძველი ბიჭი...თაღლითი ჯუღელი.
ქუთაისი
04 იანვარი 2022 18:43
0
რად უნდა ბევრი ფიქრი, ჯუღელს ბევრი არაფერი შეხვდა და კრასნოდარიდან უფრო იხეირებს. აზაროვი ვის ადარდებს, მთავარია დიიიდიიი ფული იშოვონ.
David
04 იანვარი 2022 22:52
1
რა შუაშია აქ ჯუღელი?
თომა
05 იანვარი 2022 01:16
9
რუსეთში წასვლა უნდა ისჯებოდეს ნაკრებიდან მოკვეთით, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა! - გაგრა, ცხუმი და ცხინვალი გერმანიას არ დაუპყრია - რუსეთმა დაიპყრო! -როდის უნდა გაიგონ ეს ჩვენმა ზოგიერთმა უინტელექტო ფეხბურთელებმა?!
დომენტი
05 იანვარი 2022 10:47
3
ჯუღელზე მეტი აგენტი ვერ ნახეთ კაცოო? კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეს კაცი რო ფულის მონააა საღოლ მამუკა მაგრად ზრუნავ ქართველებზე და ქართულ ფეხბურთზეე,,
გიორგი
05 იანვარი 2022 03:04
1
რუსეთში არ უნდა წავიდეს არვითარ შემთხვევაში. თურქეთი კარგი ტრამპლინია , თან ლიგაზე მოუწევს თამაში თუ დაამტკიცებს რომ ღირსია და ვფიქრობ რომ ირაკლი შეძლებს ძირითადში მოხვედრას მალე
ბათუმი
04 იანვარი 2022 19:12
3
იგრავოი პრაქტიკა კი ექნება კრასნოდარში აბა და ჯუღელიც იქნება კმაყოფილი :)
Tom
04 იანვარი 2022 18:55
6
კრანოდარი ტრაპზონსფორზე ნაკლები გუნდია ?
ვახო
04 იანვარი 2022 19:16
21
ეტყობა აგენტი არ უვარგა!
ჯუღელს ჩააბარეთ ეგ ბიჭი და ტოპ ლიგაში გაუშვებს, რა თურქეთი ტოო!
ირაკლი
04 იანვარი 2022 19:27
13

სიახლეები პოპულარული