"ვალენსიას" მწვრთნელი ხოსე ბორდალასი სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონას" მოქმედებით უკმაყოფილოა და მეკარე გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს.
"კატალონიურ კლუბს 300 მილიონი ევრო ვალი აქვს, ფერან ტორესი 55 მილიონ ევროდ შეიძინა და მორატას დამატებას აპირებს. მისი პრეზიდენტი სხვა ტრანსფერებს აანონსებს, მათ შორის, ჰოლანისაც. სადაა ფინანსური ფეირ-პლეი? მან ხავი მწვრთნელად დანიშნა და დაინახა, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად საკმარისი არაა. ამიტომ გაძლიერება სჭირდება. ფეხბურთში სასწაულები იშვიათად ხდება", - განაცხადა ბორდალასმა.
"ღამურების" თავკაცი ამბობს, რომ იანვარში გაძლიერდებიან, ეს გუნდისთვის სერიოზული ნახტომი იქნება, ნახევარმცველების დამატება სჭირდებათ, რაც
ზაფხულში ვერ მოახერხეს; ჩინეთში მოასპარეზე განელ ვაკასო მუბარაკს დაუკავშირდა, თუმცა ის აფრიკის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრება და მისი დამატების ვარიანტი გამორიცხულია.
ბორდალასმა აღნიშნა, რომ "ალავესში" გადასული ჯეისონი შეიძლება არ იყოს ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი დატოვა და მეკარე გიორგი მამარდაშვილის იჯარით გაშვება გამორიცხა".
მომზადებულია Cadena SER-ის მიხედვით