ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვალენსიაში დღეში სამჯერადად ვარჯიშობს

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად შეკრებაზე ესპანეთის კურორტ ოლივაზე წაიყვანა, რომელიც ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ვალენსიის პროვინციის, საფორის კომარკის შემადგენლობაში შედის.

"გენტი" შეკრებას ხშირად გადის ოლივაზე. 3 იანვარს გუნდი ხანმოკლე შვებულების შემდეგ ანტვერპენიდან ალიკანტეში გაფრინდა, საიდანაც დანიშნულების ადგილზე ავტობუსით მივიდნენ და უმალ საქმესაც შეუდგნენ.

გუნდთან ერთად არ არიან მაიკლ ნგადეუ, ტარიკ ტისუდალი და სულეიმან მარე, რომლებიც აფრიკის თასზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. კოვიდი დაუდასტურდათ სინან ბოლატს, ლორან დეპუატრს, ნურიო ფორტუნას, ჯანი ბრუნოსა და იბრაჰიმ სისეს და ისინი ბელგიაში
დარჩნენ. კრისტოფერ ოპერი გუნდს ამ კვირაში შეუერთდება.

Sportall.Ge

ვანჰეზებრუკმა სანაპიროზე ვარჯიში 07:45 საათზე დაიწყო და ფეხბურთელები მზის ამოსვლას კროსით შეეგებნენ. 10:45 საათზე მეორე ვარჯიში ჩატარდა - მოედანზე ბურთით. სადილის შემდეგ დაისვენეს, ხოლო 16:15 საათზე მესამე ვარჯიში დაიწყო.

7 იანვარს "გენტი" ამხანაგურ მატჩში "ალკმაარს" შეხვდება, რის შემდეგაც შინ დაბრუნდება და 14 იანვარს, ჩემპიონატის 22-ე ტურში, "კორტრიკს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, უკანასკნელ ხანს ჩაკვეტაძე განაცხადში ვერ ხვდებოდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის გამოცვლა მოუწევდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რახან გუნდმა წაიყვანა შეკრებაზე ესეიგი დიდი ალბათობით გენტში რჩება მინიმუმ სეზონის ბილომდე გაშვება რომ ქონიდათ გადაწყვეტილება შეკრებაზე არ წაიყვანდნენ.
Gio
05 იანვარი 2022 15:43
3
სად ხართ უსაქმურებო კომენტარები ცოტაა,ზოგმა ლანძღეთ,ზოგმა კარგი წერეთ..ალბათ ინტერნეტის ფულიც არ გაქვთ..
art jgufi
05 იანვარი 2022 14:32
2
თუ ტრამვის ყველა რეციდივი გამორიცხული და კიდევ ვერ შევიდა ფორმაში არ ვიცი რა, მაშინ გურულების არ იყოს ლენგერა უნდა წელზე და ეგებ გამოფხიზლდეს.Dდდდდდდდდ
hhh
05 იანვარი 2022 13:16
1
წარმატებები ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს. უფალი შეეწიოს...
თეიმურაზ
05 იანვარი 2022 12:44
2
ახლა თავისი ბედი თავის ხელშია
კარფი მომენტი აქვს
მაგის ადგილზე ცალკე დამატებით ვივარჯიშებდი
ჩვენზეც უნდა იფიქროს ცოტა
უფალი მისცემს ნებისყოფას ითხოვოს და მიიღებს
თენგო
05 იანვარი 2022 11:47
2
მიდი ჩაკვე აკრიფე ფორმა რააა ამდენი ხანია უფეხბურთოდ იყავი ნახევარი წელი გავიდა რაც ტრამვა მოირჩინე ეხლა დროა ყველაფერი უკან მოიტოვო აკრიფო ფორმა. ჩაკვეს ყველაფერი აქვს ამწუთას ძველი ტექნიკა სისწრაფე ერთი რაც აკლია ამ შეკრებაზე უნდა გამოასწოროს ეს არია გამძლეობა ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს რომ სირბილი არ დაეზაროს მთელი თამაში ერთ დონეზე ჩაატაროს. გუნდის ლიდერი უნდა ყოფილიყო და სკამზეც აღარ სვავენ იმიტომ რომ არ იხარჯება ბოლომდე არც ვარჯიშზე და თამაშიც არ იბრძვის ბურთის მოპოვებისთვის
რონი
05 იანვარი 2022 09:14
3
ღრმად ვარ დარწმუნებული ჩაკვე დიდ ფეხბურთს ითამაშებს და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებსაც გაახარებს. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს
თენგაბი
05 იანვარი 2022 08:52
3
ვინც ჩემი თაობისაა და ფეხბურთის მოყვარულია ეხსომება ვაჟა კიკნაძე, დინამოს დიდი გულშემატკივარი და ძალზე ენაკვიმატი კაცი მე და ჩემს მეგობარს გვიყვარდა ლექციების მერე მუშტაიდის ბაღში შევლა და ცხელ-ცხელი საფეხბურთო ამბების მოსმენა, ვაჟას ენამოსწრებული ხუმრობები, იგი მუდამ ყურადღების ცენტრში იყო.1978 წლის გაზაფხულია დინამომ კარგად დაიწყო, იმის ყველა ნიშანია,რომ წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და ყველა გაცხარებით განიხილავს თუ რა შედეგია მოსალოდნელი სეზონის ბოლოს,მოკლედ მუშტაიდში ხალხმრავლობაა და სწორედ ამ გაგანია კამათში გამოჩნდა ერთი "კეთილმოსურნე" ისეთივე აქ რომ ზოგიერთები არიან და ხმამაღლა და დაბეჯითებით დაიწყო ფეხბურთელების ლანძღვა- ყიფიანი მ-რია გუცაევიც ასევე,მოკლედ ჩამოთვალა თითქმის ნახევარი გუნდი და რატომღაც საუკეთესოები შეარჩია და სერთოდ დინამო მთლიანად მ-რის კასრიაო,ყველანი მოულოდნელობისგან გავშეშდით,ვაჟამ მოთმინებით დაასრულებინა მონოლოგი და მერე დაბალი მაგრამ აღმავალი ხმით დაიწყო-უკაცრავად თქვენ დასუფთავების კანტორაში ხომ არ მუშაობთ? შემოდგომა არც ისე შორსაა, დინამო ჩემპიონი გახდება! აი თქვენ და თქვენ ნაირებს ვეღარ გიპოვით, სწორედ თვითმფრინავის მ-რივით გაქრებითო.ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, დინამო იმ წელს ჩემპიონი გახდა!
gia jashi
05 იანვარი 2022 04:58
3
რესტორნებში და ბარებში ნავარჯიშებია მაგრად ეს საცოდავი,დამთავრდა ამის ფეხბურთი,აჯობებს რუბინის დუბლებში მივიდეს ან ვარკეთილის რეალში…
rubini
05 იანვარი 2022 02:07
63
შენ ვინც ფეხბურთი გაღირსოს იმის XXX
Kazan_maniak.
05 იანვარი 2022 04:02
4
ძაან ცოდო ადამიანი ხარ. გულით შემეცოდე
ცოდო
05 იანვარი 2022 03:44
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული