ბორდალასი შემადგენლობის როტაციას მიმართავს - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი?

AutoSharing Option
ესპანეთის "კოპა დელ რეის" 1/16-ფინალის ერთრაუნდიან დაპირისპირებაში "ვალენსია" "კარტახენას" ესტუმრება.

Sportsfinding-ი ამ შეხვედრის შესახებ წერს:

"კარტახენამ" თასზე 2 მეტოქის დამარცხება უკვე მოახერხა. ისინი საკუთარ მოედანზე, ტრადიციულად, კარგად ასპარეზობენ. "ვალენსიასთვისაც" მიმდინარე ტურნირზე ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა.

"ღამურების" თავკაცი ხოსე ბორდალასი, სავარაუდოდ, ისევ როტაციას მიმართავს - ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ნაზავს ათამაშებს. წინა მატჩებში კარში ხაუმე დომენეკიც იდგა და სავარაუდოდ, გიორგი მამარდაშვილი და იასპერ სილესენი ისევ სათადარიგოებში იქნებიან."

მატჩი დღეს, 5 იანვარს, თბილისი დროით 19:00 საათზე
დაიწყება.

altბორდალასმა მამარდაშვილის იჯარით შესაძლო გაშვებასა და "ბარსელონას" ტრანსფერებზე ისაუბრა

alt"ვალენსია" ახალ ტრანსფერთან - ნახევარმცველი, რომელსაც 27 მწვრთნელთან უმუშავია

altმამარდაშვილის კონტრაქტის შემდეგ - "ვალენსიას" მეკარე MLS-ში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული