ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა - "გენტის" დიდი დატვირთვა

AutoSharing Option
ბელგიური Hln "გენტის" მზადების ბოლო ეტაპზე წერს, გუნდში არსებულ პრობლემებს განიხილავს და მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძეზეც საუბრობს:

"გენტის" ფეხბურთელები ოსტენდეში ჩაფრინდნენ, სადაც მაშინვე განსხვავებული კლიმატური პირობების წინაშე აღმოჩნდნენ. ესპანეთში ისინი მთელი კვირის განმავლობაში მზის ქვეშ ვარჯიშობდნენ. ტემპერატურა ერთხელ 20 გრადუსზეც კი ავიდა.

ჰაინ ვანჰაიზბრუკმა მრავალფეროვანი პროგრამა შეადგინა. ფეხბურთელებს ხშირად უწევდათ ფიზიკურად და გონებრივად დატვირთვა, მაგრამ მოთამაშეებისგან პრეტენზია არ გაგვიგია.

ერთადერთი მინუსი ის იყო, რომ მწვრთნელს მუშაობა შემცირებულ ჯგუფთან მოუწია, განსაკუთრებით, კვირის ბოლოს. სამი მოთამაშე აფრიკის თასზეა წასული. გარდა ამისა, ხუთი კოვიდშემთხვევა
იყო, კვირის ბოლოს კი ბეზუსსა და ჩაკვეტაძესაც მცირე ტრავმებით ვარჯიში მოუწიათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჰაინ ვანჰაიზბრუკს მხოლოდ 13 მოთამაშე ჰყავდა "ალკმაართან" ამხანაგური მატჩისთვის (0-1 მარცხი)."

ბელგიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე მყოფი "გენტი" 14 იანვარს "კოტრაიკს" უმასპინძლებს.

alt"ჩაკვეტაძეს იჯარით წასვლა უნდა, მაგრამ..." - ბელგიური პრესა ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს

altჩაკვეტაძეს "ალკმაართან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღია

altჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვალენსიაში დღეში სამჯერადად ვარჯიშობს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამას ხელფასს რაში უხდიან ძალიან მაინტერესებს
dato
11:49 10-01-2022
13
თქვენი გადასახადებიდან ნამდვილად არ უხდიან და ადამიანი რომ სხვა ადამიანის ტრაგედიაზე ქილიკობს , ეს სამყარო ბუმერანგია და მაინც გირჩევთ ფრთხილად იყოთ მასეთი განცხადებების დროს !
ATP 16
12:45 10-01-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული