ქვილითაიამ ისევ გაიტანა - "აპოელი" "ეთნიკოსს" ამარცხებს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში „აპოელი“ პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე აუტსაიდერ „ეთნიკოსს“ ამარცხებს - 2:0.

ანგარიში მე-20 წუთზე გიორგი ქვილითაიამ გახსნა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. სულ მიმდინარე ჩემპიონატზე მის ანგარიშზე 12 მატჩში 5 გოლია. მეორე გოლი 34-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლეო ნატანელმა გაიტანა.

ძირითად შემადგენლობაშია ბუბა დაუშვილი, რომელიც მე-13 წუთზე გააფრთხილეს, მიმდინარე სეზონში მე-3 ყვითელი ბარათი მიიღო და „არისთან“ ან „დოქსასთან“ შეხვედრას გამოტოვებს.

თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და სათადარიგოთა შორისაა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ პენალტი გაიტანა...
Grisha
22:40 15-01-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული