ლომივით სტამბოლელ "ლომებთან" - ლობჟანიძემ "გალათასარაის" დუბლი შეუსრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში "ჰათაისპორმა" საკუთარ მოედანზე "გალათასარაი" 4:2 დაამარცხა, გადამწყვეტი გოლები კი 79-ე და 90+1-ე წუთებზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

ქართველ შემტევს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მე-6 წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მან "ლომების" კარი პირველ წრეშიც დალაშქრა და გასულ სეზონშიც, როდესაც "ანკარაგიუჯიუში" თამაშობდა.

ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 21 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბას სამსახურით "გალათასარაია" დაინტერესებული, რომლის მწვრთნელად გადაყენებული ფათიხ თერიმის ნაცვლად "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე დომენეკ
ტორენტი დანიშნეს.

"ჰათაისპორი" 38 ქულით მესამე ადგილზეა და 20 იანვარს სტუმრად "ალანიასპორს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
როგორ კლასნად შეასრულა ორივე გოლი, არ დაიბნა ერთი-ერთზე. რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა, რამდენი ირბინა ბოლო წუთამდე. სულ ჩანდა კადრებში. ყველა შეტევის დროს მოძრაობდა და აქტიური იყო. ემჩნევა ბიჭს რომ ვარჯიშობს და მონდომებულია. მიბაძონ მაინც სხვა ქართველმა ფეზბურთელებმა, “ნიჭიერები” რომ არიან… კვარაცხელიას და კიტეიშვილს არ ეხებათ. ეგენი ვარჯიშობენ.
ყოჩაღ!
00:05 17-01-2022
1
მაგარი ხარ საბა ეგრე გააგრძელე. ნაკრებშიც ბევრი გაგეტანოს
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01:48 17-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული