კვარაცხელიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თანაგუნდელი დაასახელა

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

კლუბის "ინსტაგრამზე" სატრენაჟორო დარბაზში გუნდის ვარჯიშის ჩანაწერი გავრცელდა. ხვიჩას ჰკითხეს, მისი აზრით, ვინაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მან ხვან ინ ბომი დაასახელა, რომელიც იმ მომენტში მის გვერდით ვარჯიშობდა.

კვარაცხელიამ მესისა და რონალდოს შორის რთული არჩევანი გააკეთა. მან თქვა, რომ პორტუგალიელი უფრო მოსწონს, მაგრამ მესი, მისი აზრით, ტოპია.

"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ კვარაცხელია პირველ თურქულ შეკრებაზე ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება. 20 იანვარს ყაზანური გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - მისი მეტოქე "ფაკელი" იქნება.

მომზადებულია
tnv.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული