მიქაუტაძის გამო ლობჟანიძის ექსთანაგუნდელს მკაცრად დასჯიან

AutoSharing Option
დღეს, 18 იანვარს, გიორგი მიქაუტაძის "სერენი" შეწყვეტილ მატჩს განაახლებს. მოგეხსენებათ, ძლიერი ნისლის გამო მათი "როიალ უნიონთან" დაპირისპირება პირველი ტაიმის შემდეგ აღარ გაგრძელებულა. ქართველი ლეგიონერის კლუბი მარცხდება - 0:2.

ამ მატჩის შესახებ დანიური Tipsbladet-ი წერს. გამოცემა იონას ბაგერის სეზონში უკვე მეორე წითელ ბარათს ეხმაურება. "რანდერსში" საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი მიქაუტაძესთან უხეშობისთვის მე-13 წუთზე გააძევეს. როგორც წყაროდან ვიგებთ, დანიელი მცველი სადისციპლინო კომიტეტმა გასაუბრებაზე დაიბარა და მას მკაცრად, რამდენიმე შეხვედრის გამოტოვებით დასჯიან.

ათკაციან "უნიონს", რომელიც ბელგიის ჩემპიონატის ლიდერია, მაინც სოლიდური უპირატესობა აქვს. დაველოდოთ, "სერენი",
რომელიც 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, რის მიღწევას შეძლებს. მატჩი ჩვენი დროით 23 საათზე განახლდება.

altმიქაუტაძემ გაიტანა, "სერენმა" დიდი ანგარიშით მოიგო

altმიქაუტაძის "დაბინდული" "სერენი" ნისლმა დაბინდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული