მამარდაშვილი წონის გამო განაცხადშიც არ შეიყვანეს, მისი კონკურენტის შეცდომას გულშემატკივრები გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ერთად მადრიდში, "ატლეტიკოსთან" შესახვედრად არ ჩასულა. Plazadeportiva-ს თანახმად, ბორდალასი ასე ქართველი მეკარის ჭარბი წონის გამო მოიქცა.

"ღამურების" მწვრთნელმა ბოლო დროს დისციპლინა გაამკაცრა. მანამდე, ამავე მიზეზით დასჯილი ურუგვაელი მაქსი ლოპესი იყო, რომელმაც სიმეონეს გუნდთან დრამატულად (2:3) წაგებულ მატჩში დასკვნითი 19 წუთი ითამაშა.

მამარდაშვილი განაცხადში კრიშტიან რივერომ შეცვალა. მადრიდში ასევე, მეორე  გუნდის მეკარე ჩარლი პერესი გაემგზავრა. მოგეხსენებათ, იასპერ სილესენი ტრავმირებულია. 

მადრიდელთა მეორე გოლის დროს მეკარე დომენეკმა აშკარა შეცდომა დაუშვა, რასაც მატჩის შემდეგ, "ვალენსიას" გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მიუთითებდნენ.

ვნახოთ, როგორ
შეიცვლება მამარდაშვილის მდგომარეობა, "ვალენსია" ჯერ თასზე "კადისს" უმასპინძლებს (3 თებერვალს), შემდეგ კი ჩემპიონატში "სოსიედადს" (6 თებერვალი).

მომზადებულია Plazadeportiva-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
აი ეს დამპალი მენტალიტეტია რაც ღუპავს ჩვენს ფეხბურთელებს,ძალიან მწყდება გული ძალიან!
გეგი
23 იანვარი 2022 00:13
4
ვალენსიას გულშემატკივრები აგინებენ ბორდალასს.
ძალიან ბევრმა დაწერა: "მამარდაშვილმა კიდევ 10 კილო რომ მოიმატოს, ხაუმეზე უკეთესი მაინც იქნება!"
ქ. გ.
23 იანვარი 2022 03:44
10
თუ ოდნავ მაინც აზროვნებს სჯობია მოსთხოვოს კლუბს იჯარით ისეთ გუნდში გაშვება სადაც მეტი პრაქტიკა ექნება, თორემ ვალენსიაში ასე სულ სათადარიგო იქნება
მამუკა
22 იანვარი 2022 21:40
1
დასანანია
ისიდორე
22 იანვარი 2022 19:18
2
ნეტა მეც შენსავით არაფრის კეთებაში მიხდიდნენ, ჩემსავით მომატებულო...
მადრიდისტი
22 იანვარი 2022 23:03
3
წადი მაგ კლიბიდან თუნდაც ბათუმის დინამოში და კონფერენს ლიგას მაინც ითამაშებ ჩემი ძმა, დაიღუოავ თავს მაგ ვითომ ვალენშიაში ^თამაშით^ ანუ მარტო ჩარიცხვით
Roki
22 იანვარი 2022 21:57
12
ბათუმში რა უნდა?კუპატაძე ბევრად მირჩევნია ამას.
საბა
22 იანვარი 2022 22:08
11
რა ჭარბი წონაა რა სისულელეაა @@@ აი ესეც თქვენი ევროპა @ სად ხართ პროევროპულად პრაძვინუწო პაწრიოწებო ? ასეთი რამე რუსებს რომ გაეკეთებინათ არიქააა პუტინი ძორავს ქართველ ფეხბურთელსო !!(კვარაცხელიაზე რომ დააბრეხვეს ვიღაცა იდიოტებმმა --პუტინი ძირავს სპეციალურადო ვალერი გაზაევს დაავალაო !!!!!) შეიგნოს უნდა ყველამ რომ ქართველი ფეხბურთელი არ უნდა წავიდეს ევროპაში ასე ბრმად და დაუფიქრებლად ! აგერ ჩაკვეტაძეს რაც უქნეს ყველა ვხედავთ @@@
zura222
22 იანვარი 2022 20:29
37
ზურიკელა,ბიჭო,რა გადარდებს ასე რუსეთი? შენ რომ ოხრახუში და მჟავე მანდარინი ჩეიტანე ვორონეჟის, ამიტომ ნუ გადაგვაყოლებ მაგათ.
ჟორა
23 იანვარი 2022 02:06
5
შენ პრორუსულად მოაზროვნე ხარ? კი გეტყობა ძაან ჭკვიანი და მცოდნე რომ ხარ, მაგრამ რად გინდა გაგინადგურეს ნერვები ამ პროევროპულად მოაზროვნეებმა.
ვანია
23 იანვარი 2022 03:10
6
ყველა გამოხმაურება
რა ჭარბი წონა ? ეტყობა უნდა აჭიდაონ )))
ბესო
23 იანვარი 2022 08:55
2
სად უნდა წავიდეს გადაირიეთ ? კაის ჭამს და კაის სვავს აგერ წონაშიც დატყობია, კონტრაქტი გაფორმებული აქვს თან ვალენსიაში მეტი რაღა უნდა ...
zmo
24 იანვარი 2022 12:15
16
მოშორდი მაგ კლუბს, იჯარით წადი სადმე, თუ გინდ საქართველოში. არავისთვის სახვეწი არა გვაქვს. ჯობია საქმეში იყო, ვიდრე სკამი ხეხო. ისეთი მონაცემები გაქვს, ყველგან გამორჩეული იქნები. წარმატებები
კოკო
22 იანვარი 2022 22:40
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული