ლა ლიგის 22-ე ტურში „ატლეტიკომ“ 3:2 დაამარცხა „ვალენსია“, რომლის განაცხადში არ იყო მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მასპინძლებმა კი მეორე ტაიმში ხაუმე დომენეკს სამი გოლი გაუტანეს და გაიმარჯვეს.
„ატლეტიკომ“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია (2 ფრე და 1 წაგება) შეწყვიტა, 36 ქულით მე-4 ადგილზეა და 6 თებერვალს გასვლაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 29 ქულით მე-9 პოზიციაზე მყოფი „ვალენსია“ იმავე დღეს „სოსიედადს“ უმასპინძლებს.
მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 44 999 მაყურებელი
ატლეტიკო - ვალენსია 3:2
გოლები: 0:1 გედეში (25), 0:2 დურო (44), 1:2 კუნია (64), 2:2 კორეა (90+1), 3:2 ერმოსო (90+3)