მამარდაშვილი წონის გამო განაცხადშიც არ შეიყვანეს, მისი კონკურენტის შეცდომას გულშემატკივრები გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ერთად მადრიდში, "ატლეტიკოსთან" შესახვედრად არ ჩასულა. Plazadeportiva-ს თანახმად, ბორდალასი ასე ქართველი მეკარის ჭარბი წონის გამო მოიქცა.

"ღამურების" მწვრთნელმა ბოლო დროს დისციპლინა გაამკაცრა. მანამდე, ამავე მიზეზით დასჯილი ურუგვაელი მაქსი ლოპესი იყო, რომელმაც სიმეონეს გუნდთან დრამატულად (2:3) წაგებულ მატჩში დასკვნითი 19 წუთი ითამაშა.

მამარდაშვილი განაცხადში კრიშტიან რივერომ შეცვალა. მადრიდში ასევე, მეორე  გუნდის მეკარე ჩარლი პერესი გაემგზავრა. მოგეხსენებათ, იასპერ სილესენი ტრავმირებულია. 

მადრიდელთა მეორე გოლის დროს მეკარე დომენეკმა აშკარა შეცდომა დაუშვა, რასაც მატჩის შემდეგ, "ვალენსიას" გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მიუთითებდნენ.

ვნახოთ, როგორ
შეიცვლება მამარდაშვილის მდგომარეობა, "ვალენსია" ჯერ თასზე "კადისს" უმასპინძლებს (3 თებერვალს), შემდეგ კი ჩემპიონატში "სოსიედადს" (6 თებერვალი).

მომზადებულია Plazadeportiva-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
რა ტყუილად ლანძღეს თავის დროზე ქეცბაია, თურმე მწარე სიმართლეს გვეუბნებოდა!
მწარე სიმართლე
17:47 22-01-2022
8
იმედია, სიმართლე არ არის, მაგრამ თუ სიმართლეა, ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმაა მის პროფესიონალიზმზე და ავტორიტეტზე.
დავითი
17:33 22-01-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული