ჩხუბი, ბოთლების სროლა, ქვილითაიაზე ორჯერ არდანიშნული პენალტი და 96-ე წუთზე ოქრიაშვილის საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ქართველების "აპოელმა" ფრეს მიაღწია "არისთან" - 1:1.

ბუბა დაუშვილმა ეს მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე

"არისი" 44-ე წუთზე დაწინაურდა, 48-ე წუთზე არგენტინელმა მცველმა ფაკუნდო რონკალიამ ქვილითაია საკუთარ საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 70-ე წუთზე მცველმა ფრანც ბრონსონმა კარის წინ ბურთზე ბრძოლაში ქვილითაიას მაისურზე მოქაჩა, მოედანზე დააგდო, თუმცა არბიტრმა ისევ არ დადო თერთმეტმეტრიანი. "აპოელი" დიდი ძალებით უტევდა და ბოლოს მაინც მიაღწია თავისას - 96-ე წუთზე
ოქრიაშვილის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს ვინისიუსმა მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ შეხლა-შემოხლის გამო თამაში რამდენიმეჯერ გაჩერდა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ქვილითაიას ტრიბუნიდან ბოთლი ესროლეს.

"აპოელს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 24 ქულით მე-6 ადგილზეა და 30 იანვარს "დოქსას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვის აინტერესებს კვიპროსი დაბალი დონეა
ვარდა
20:57 23-01-2022
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული