Marca: "ვალენსიამ" მამარდაშვილს სილა გააწნა

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. მას 20 წლის ასაკში  ოქროს შესაძლებლობა გაუჩნდა -  გამოჩნდა ისეთ ელიტარულ კლუბში, როგორიც "ვალენსიაა". მისმა კარგად თამაშმა გაკვირვება გამოიწვია, ახლა კი სათადარიგოთა სკამზეც ვერ ვიხილეთ და თავის გამოჩენის შესაძლებლობა არც "კოპა დელ რეიზე" ეძლევა.

ქართველი სამი თვეა უდიდეს სიბნელეშია. ეს არის უცნაური და გასაოცარი შემთხვევაც. როგორც MARCA-მ შეძლო გადამოწმება, მოთამაშე გაკვირვებულია, მისი გარემოცვაც შეშფოთებას გამოთქვამს, მაგრამ ვერც მეკარე და არც მისი ახლობლები ვერ ფიქრობდნენ, სად არის გიორგი დღეს, რა ხდება? მას წარმატებით ტკბობაში
ხელი შეეშალა, უცებ სილა გააწნეს, რაც ძალიან რთულად შესაგუებელია.

Sportall.Ge

მამარდაშვილმა "სევილიასთან" შეცდომები დაუშვა. ამას სილესენის დაბრუნება მოჰყვა. მისი შანსი თასზე თამაში იყო, რაც არ გამოვიდა. ახლა მწვრთნელმა შენიშვნა ჭარბი წონის გამო მისცა. ქართველი მეკარე იმ საჩუქარმა, რითაც ძირითადში დამკვიდრდა, უფრო დააზარალა, როცა მატჩების დინამიკაში შევიდა...

მეკარისა და კლუბისთვის უკეთესია, მან ითამაშოს, რათა გზიდან არ გადაუხვიოს. ახლა სატრანსფერო ფანჯარა იხურება, ზაფხულში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახალგაზრდა მეკარეს თამაში სჭირდება, თუნდაც, იჯარით...

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეგ საქართველო არ არის, ესპანეთის, საფეხბურთო ქვეყანა, ცივილიზებული სამყარო, იქ ზედმეტ წონაზე თვალს არ დახუჭავენ და არ იტყვიან ქართულ სიბრძნეს გუნდი ოჯახია და ინფორმაცია აქედან არ უნდა გავიდესო... ააგერ გამოაცხადეს საქვეყნოდ პრესაში, კეთილი უნდა ინებოს ეხლა მამარდამ, ივარჯიშოს, დააგდოს წონა და დაამტკიცოს რომ პროფესიონალია...
ვენეციის კომისია
24 იანვარი 2022 14:02
3
ესეთია საბაზრო ეკონომიკა, იქ სადაც ყველაფერს ფული განაგებს და ბიზნესად იქცა ფეხბურთი ვერც ადამიანურ მიდგომებს მოითხოვ და ერთი ადგილის დაყენებაც მოგიწევს, იმ გროშებად რამდენადაც მამარდაშვილისნაირი ახალგაზრდა მეკარე ჩაიგდეს ხელში მხოლოდ იმის გულისთვის რომ ვალენსიამ იკადრა და ქართველი აიყვანა პენსიონერსაც ვერავისის იყოდდნენ, ახლა ხელში ყავთ დაჭერილი და ათი მილიონიც მოყუჩებული აქვთ, დანარჩენი მეკარეებიც ხომ უნდა გაყიდონ სარფიანად? ხოდა ათამაშებენი იმათ მითუმეტეს ისინი საკმაოდ ძვირი დაუჯდათ და მოგება კი არა სეილი მოუწევთ, ამიტომ ფეხბურთელიც და აგენტიც ხელშეკრულებას უნდა გაეცნოს სკურპიოზულად და პროფესიონალურად, ჩვენი ბანკების ხელშეკრულებისა არ იყოს მარტო კლიენტის მოვალეობები რომ წერია და ბანკის უფლებები
ლევანი
24 იანვარი 2022 14:02
2
ეჰ არ გააფუჭონ ეს ბიჭიც, სკამზე ჯდომით მოიმატებს აბა რა იქნება,თავს მიხედე გიორგი სანამ დროა,ბევრი შრომაა (ვარჯიში)საჭირო იმისთვის რომ ძირითადსში დაიმკვიდრო ადგილი, თორე დარჩები პერსპეკტიულ მეკარედ.აბა შენ იცი....წარმატებები.
gio gio
24 იანვარი 2022 14:58
0
არ არის ჯერ ლა ლიგის დონის მეკარე, ამას თვითონაც უნდა ხვდებოდეს და მისი გარემოცვაც, უმჯობესია სეგუნდაში წავიდეს იჯარით და სტაბილურად იყოს ძირითადში, უნდა მოსთხოვოს აგენტს და კლუბსაც რომ ისეთი გუნდი მოუძებნონ სადაც მეტი პრაქტიკა ექნება
მამუკა
24 იანვარი 2022 18:57
0
პუტინს დაურეკავს და უთქვამს, ეგ ქართველი ჩაძირეთ თორემ ჯარს შემოვიყვან ესპანეთშიო. ისე, ამდენი 'უიღბლობის' მერე დალაგებული ადამიანები დაფიქრდებოდნენ რა საერთო აქვს ყველა ამ შემთხვევას, რომელიც ხან ევროპაში ხდება, ხან რუსეთში და ხან კიდევ საქართველოში, როცა ეს ჩვენი ნიჭიერები წინსვლის ნაცვლად უკან-უკან მიდიან.
odala
24 იანვარი 2022 17:25
12
ევროპული მომავალი რომელია, ქართველი ერი ერთ დიდ ლგბტ პრაიდად, ტრადიციების მოსპობა და რელიგიგიური გრძნობების, მრწამსის გაბიაბრუება?! არა რეალურ საქმეს, არა მრეწვeლობას, არა სოფლის მეურნეობას, არა ჰესებს და ენერგეტიკას.... გზა დავუთმოთ ტურიზმს, ავაშენოთ მაინერების "ფერმები", ვატაროთ გაუთავებელი მიტინგრბი და არჩევნები?! ეს არის დასავლური მომავალი?! აბა რას ამბობთ, აბა ასეთ სიკეთეზე უარს ვინ იტყვის?!
aburjga
24 იანვარი 2022 14:48
36
მოგენატრა რუსული ჩექმის გალოკვა? დასავლეთით შეშფოთებულო ტროლო. იმიტომაა მთელი ღრუსეთი რომ დასავლეთში გარბის, სწავლა იქნება, თუ ცხოვრება
lado
24 იანვარი 2022 15:16
18
"ეგა ბიჭო,გალსტუკია!ეგდოს,რა იცი როდის დაგვჭირდეს."გახსოვთ "სიყვარული ყველას უნდა?იყიდეს,რადგან ძალიან იაფი იყო და თუ გაყიდეს,ყველა ვარიანტში მოგებას ნახავენ.გაინაღდეს თავისი და ბრჭყალები გამოაჩინეს.თუ აფეთქდა,რა თქმა უნდა გამოიყენებენ,მაგრამ თავსაც არავინ მოიკლავს,მისი დაოსტატებისათვის.ჯერჯერობით ასე მოჩანს.უკვე მერამდენე ფეხბურთელს აერია გზაკვალი,არარეალური ფასის დადების გამო.იმედია გიორგის ხვედრი,უკეთესი იქნება.კიდევ ვერ გაიგეს,რომ კაპიკებად ნაშოვნს,მერეც კაპიკის ფასი აქვს.
სოსო
24 იანვარი 2022 22:14
0
მართლაც გროშებად გაყიდვამ იცის ეს ყველაფერი. გადაუხადეთ ის თანხა, რაც გადაიხადეს და დააბრუნეთ საქართველოში. აქ უფრო გაიზრდება.
თენგაბი
24 იანვარი 2022 19:09
11
მერე ვინ უშლის ვარჯიშს ან ინდივიდუალურ ვარჯიშს იმისთვის რომ საუკეთესო ფორმაში იყოს და თავის შესაძლებლობები გააუმჯობესოს მაგრამ ალბათ ქართული მენტალიტეტი უშლის ხელს მეკარეს რომ მისცემენ შენიშვნას წონაზე ნიშნავს რომ არ ვარჯიშობს ან ტრავმა აქვს და ვერ ვარჯიშობს ან უბრალოდ დაიკიდა ქართულ ჯიგრულ პონტში
ანდააა
24 იანვარი 2022 15:40
12
ჭიდაობა ხომ არ არის ზედმეტი გრამებისთვის არ დაუშვნ??!!
ლეო
24 იანვარი 2022 15:10
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული