უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ აეკ-ი ტრიჩკოვსკიმ დააწინაურა, ხოლო 70-ე წუთზე ნოვოტნიმ საპასუხო გოლი გაიტანა.
ამით შეწყდა ყველა ტურნირზე თემურ ქეცბაიას გუნდის ხუთმატჩიანი მოგებათა სერია.
„ანორთოსისი“ 4 დეკემბრის შემდეგ, ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 მატჩში დაუმარცხებელია, 16 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 26 ქულით მე-5 ადგილზეა და 29 იანვარს „ომონიას“ უმასპინძლებს, ხოლო 3 თებერვალს თასზე „პაფოსს“ შეხვდება.
ნამატჩევს ქეცბაიამ განაცხადა, რომ კარგი მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა და შემდეგ ტურში
სახლში რთული თამაში ელით.