"ვალენსია" მეკარეს "ალკორკონში" უშვებს - ესპანური მედია

AutoSharing Option
Tribuna deportiva-ს თანახმად, "ბოსტონში" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ "ვალენსიას" მეკარე კრისტიან რივერო იჯარით "ალკორკონში" ითამაშებს.

24 წლის კიპერმა გასულ ზაფხულს ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ხოსე ბორდალასი მას სილესენს, ხაუმესა და მამარდაშვილს ამჯობინებს.

რაც შეეხება "ალკორკონს" - სეგუნდა დივიზიონის უკანასკნელ საფეხურზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.

რივეროს შესაძლო ტრანსფერი იმაზე მიუთითებს, რომ "ღამურები" გიორგი მამარდაშვილს შეინარჩუნებენ, თუმცა რამდენად მიეცემა მას თამაშის საშუალება, რთული სათქმელია.

altმამარდაშვილი წონის გამო განაცხადშიც არ შეიყვანეს, მისი კონკურენტის შეცდომას გულშემატკივრები გამოეხმაურნენ

altMarca: "ვალენსიამ" მამარდაშვილს სილა გააწნა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული