„რუბინი“ იუმორის გრძნობასა და სიმშვიდეს კარგავს: ლეონიდ სლუცკი მეტად აღარაა კეთილი, მხიარული. ის სკანდალებში გაეხვა და აკრიტიკებენ
სლუცკის სასწრაფოდ სჭირდება წარმატება „ინსტაგრამზე“. ის გუნდში თანდათან კარგავს ავტორიტეტს
"ყაზანის „რუბინი“ სკანდალებში გაეხვა. ყაზანელები რუსული ფეხბურთის ზამთრის არდადეგებს ელოდნენ, რათა ჭრილობები მოეშუშებინათ და სეზონის პირველი ნაწილის პრობლემები მოეგვარებინათ, შედეგად კი ფეხბურთელებთან კონფლიქტები, აგენტებთან წვრილ-წვრილი ინტრიგები და ცუდი სატრანსფერო ფანჯარა მიიღეს. რაც ყველაზე მთავარია
ჩვენ განვმარტავთ, რატომ სჭირდება „რუბინს“ სასწრაფოდ ცვლილებები და უკეთესია, ეს მწვრთნელით დაიწყოს.
სლუცკი ხიბლს კარგავს და ზედიზედ მესამე გუნდში ვერ ახერხებს ვერაფერს
სლუცკი რუსეთიდან „ჰალში“ გამარჯვებული გაემგზავრა. 7 ძალიან პროდუქტიული წელი ცსკა-ში, ჩემპიონატები და თასები. მხოლოდ ნაკრებში არ გამოუვიდა, მაგრამ ეს აბსოლუტურად ნორმალურია - ვის არ მოსვლია? სანამ სლუცკი ევროპას იპყრობდა, პროგრესული რუსი მწვრთნელით ყველა აღფრთოვანებას გამოხატავდა, რომელმაც რუსეთში ფულზე უარი თქვა და ინგლისური და ნიდერლანდური ფეხბურთი აირჩია. კიდევ ეს „ინსტაგრამი“, КВН-ი და ღიმილიანი ინტერვიუ „გატეხილი“ ინგლისურით. ხიბლი მართლაც არ აკლია.
სინამდვილეში ვერც „ჰალმა“ და ვერც „ვიტესმა“ ლეონიდ ვიქტორის ძის ხელში ვერაფერს ვერ მიაღწიეს. აქ საქმე, რა თქმა უნდა, ტიტულებში არ არის. ორივე გუნდმა ბანალურად ვერ აჩვენა თუნდაც სტაბილური თამაში. სლუცკი კი მაინც დაბრუნდა რუსეთში - გაიტანჯა. მოჩანდა, თითქოს „რუბინი“ მისი ხელმძღვანელობით უცბად ისევ გახდებოდა ტოპ-კლუბი. მწვრთნელის გამოცდილების ხარჯზე ყაზანელებმა 2020/21-ის სეზონი მაინც გაქაჩეს და მეოთხე ადგილზე გავიდნენ. თუმცა ახლა ყაზანში ყველაფერი ძალიან სამწუხაროა.
ზამთრის შესვენებაზე სლუცკი და კომპანია მეათე ადგილზე გავიდნენ. ახალი საფეხბურთო წელი ძალიან დამაიდებლად დაიწყეს - პირველი 5 მატჩიდან 3 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, მაგრამ ბოლო 10-დან მოახერხეს და მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვეს. პლუს, ევროტურნირებიდან უსახელოდ გამოვარდნა. ახლა ყაზანელებს პლეი-აუტის ზონას 3 ქულა აშორებთ და არც „პრიკოლები“, „ინსტაგრამი“ და ინტერვიუები სლუცკის ამ სიტუაციიდან გამოსვლაში ვერ დაეხმარება.
ძიუბამ დაცემული ალამი არ აღმართა, ხვიჩამ კი რეგრესირება დაიწყო
სლუცკისთან ტრანსფერებზეც არსებობს კითხვები. თან, ისე მოჩანს, ტრანსფერები კლუბს ძალიან სჭირდება. შესვენებამდე მან თქვა, რომ გუნდი ძლიერ არ შეიცვლებოდა, სავარაუდოდ, ორიოდ რუსს აიყვანდნენ და მალე გაჩნდა ინფორმაცია ძიუბასადმი ინტერესის შესახებ. სლუცკი ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორი იყო. ისინი მეგობრები არიან და ნაკრების ექსკაპიტნის ტრანსფერი სწორედ სლუცკის ინიციატივა გახლდათ. პლუს, ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში ის ლამაზად საუბრობდა არტიომის ლიდერულ თვისებებზე.
„თუ მას დაცემული ალმის აღებას მიანდობ, მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამ ალამს უკეთ აღმართავს, მაგრამ თუ მასზე იმედებს არ ამყარებ, მთელ ამ უზარმაზარ შემოქმედ ძალას განადგურებას მოახმარს. ეს უნებლიე რეაქცია არ არის, მას არ უნდა ამის გაკეთება“, - ამბობდა სლუცკი. ტრანსფერი არ გამოვიდა. ძიუბა სანქტ-პეტერბურგში დარჩა.
პლუს ამას, მთელი ძალით დატრიალებული ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ისევ ყაზანშია. ახალგაზრდა ქართველით გასულ სეზონში აღფრთოვანებულები იყვნენ. მისი სამსახურით ევროპული კლუბების დაინტერესების თაობაზე ჭორები სისტემატურად წარმოიშვებოდა, ხოლო ამ სეზონში მეორე პლანზე გადაინაცვლა. ის ჯერ კიდევ მაღალი კლასის დრიბლიორია, მაგრამ შემოქმედებითი თვალსაზრისით პრობლემები აქვს. როდესაც გუნდი ძირს მიფრინავს, მაშინ ვარსკვლავური მოთამაშეებიც არ ბრწყინავენ. და კვარაცხელია „რუბინის“ კრიზისის მსხვერპლი გახდა. ახლა იმის მოსმენა, რომ ხვიჩაში 20-15 მილიონი სურთ, ნაკლებად კი არ გაყიდიან, უბრალოდ სასაცილოა.
სკანდალი დესპოტოვიჩთან და იგნატიევთან
მომხიბლავი მწვრთნელი ზამთარში უცებ გარდაიქმნა სკანდალისტად. მიზეზი ჯორჯე დესპოტოვიჩთან და ივან იგნატიევთან კონფლიქტებია. დესპოტს ტრავმის გამო სამი თვე გაუცდა, მედიის ცნობით კი, ის სლუცკიმ სიმულაციაში დაადანაშაულა. სამედიცინო შტაბი მას მოედანზე აგზავნიდა, ის კი დისკომფორტს გრძნობდა და დაბრუნებას არ ჩქარობდა. სლუცკი ექიმებს უფრო ენდობოდა და ფეხბურთელს დუბლებში უკრა თავი. ახლა ჯორჯზე „ცრვენა ზვეზდაც“ ნადირობს და ცსკა-ც. Arena Sport-ი იტყობინება, რომ „არმიელები“ მზად არიან იმაზე ორჯერ მეტი გადაუხადონ, ვიდრე სერბებმა. დესპოტი უკვე დაემშვიდობა ყაზანს და „ინსტაგრამზე“ იდუმალი შეტყობინება დატოვა: „ყოველი ჩემი ნაიარევი მტრისგან არ არის, არამედ ხალხისგან, რომლებიც ამბობდნენ, რომ ვუყვარვარ“.
სლუცკის მრისხანებაში ივან იგნატიევიც მოექცა. ის ჯერ დუბლებში გადაიყვანეს, მალე კი „კრილია სოვეტოვში“ გადაბარგდება. ჯერ იჯარით.
სლუცკიმ ხუმრობებზე გაბრაზება დაიწყო. საქმე გაგდებამდეც მივიდა
მხიარული მწვრთნელის სახე დარტყმის ქვეშ მოექცა. თუ ადრე ძიუბას „ინსტაგრამზე“ ეშაყირებოდა, ახლა ამის გამო სამსახურიდან კლუბის ანალიტიკოსი დაითხოვა. ტელეგრამ-არხ Инсайдлар-ის მტკიცებით, ნიკიტა ვასიუხინმა საპასუხო ხუმრობით გადაყენების შესახებ უპასუხა და უმუშევარი დარჩა. როგორც ჩანს, სლუცკი ძალიან განიცდის, რომ „რუბინში“ ვითარების გამოსწორება არ შეუძლია.
სლუცკის აგენტი საქმეშია. ლეონიდ ვიქტორის ძის დისკრედიტირებას ყველა მხრიდან ცდილობენ
გუნდის ცუდი შედეგები, მენეჯერთა ცუდი მუშაობა, კონფლიქტურობა და იუმორის გრძნობის დაკარგვა - კიდევ რა შეიძლებოდა მომხდარიყო სლუცკის თავს? ახლა ამტკიცებენ, რომ ის ფეხბურთელებს საფეხბურთო აგენტ კრისტიან ემილესთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ჟურნალისტი ანდრეი პანკოვი წერს, რომ დესპოტოვიჩი დუბლებში იმის გამო აღმოჩნდა, რომ ემილესთან თანამშრომლობა არ ისურვა.
რა ქნას ახლა სლუცკიმ? დაემშვიდობოს „რუბინს“ და ევროპაში გაიქცეს?
სლუცკიმ ცსკა-ს შემდეგ ვერც ერთ გუნდში ვერ მიაღწია წარმატებას და დიდხანს ვერსად გაჩერდა. „ჰალში“ ნახევარი წელი, „ვიტესში“ წელიწადზე ცოტა მეტი. ახლა „რუბინში“ მისი ისტორია ორ წელზე მეტია გრძელდება და ძალიან არსებითი კრიზისია სახეზე. რუსეთის ყველაზე მაგარი მწვრთნელის იმიჯი თანდათან ინგრევა. სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ მას ყველგან არ შეუძლია შედეგის მიღწევა. მხოლოდ ცსკა-ში გამოუვიდა. თუმცა პროგრესული, მხიარული და თანამედროვე მწვრთნელის სტატუსის გადარჩენა კიდევ შეიძლება. ამ სეზონის ბოლო, როგორც ჩანს, მისთვის განსაკუთრებული იქნება. ან ყაზანთან ერთად რაღაც უჩვეულო და სიმპათიური უნდა გვაჩვენოს, ან იტყვიან, რომ ცსკა-ს გარდა არსად არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
და მთავარი. სლუცკის სჭირდება თავისუფლება, ექსპერიმენტები და კვირაში წყვილი პოსტი „ინსტაგრამზე“. მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე იქნება".
ზაფხულზე საერთოდ გადააკეთეს გუნდი, პლიუს ტრავმაც ჰქონდა კვარას და გაუცდა რამდენიმე კვირა.
ასე რომ მისი კრიტიკა აზრს მოკლებულია.