ოქრიაშვილი ქეცბაიასთან უკეთესი იყო - კვიპროსული მედია

AutoSharing Option
კვიპრული Philenews-ი თორნიკე ოქრიაშვილის მიმდინარე სეზონს გასულს ადარებს და მის ჩინეთში შესაძლო ტრანსფერზეც წერს:

"ოქრიაშვილი "აპოელის" ერთ-ერთი სატრანსფერო ბომბი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან მოლოდინი ვერ გაამართლა.

იმის თქმა შეგვიძლია, რომ მას თავის გამოჩენის შესაძლებლობები არ ჰქონდა? - 14 მატჩში 864 წუთს ითვლის. მან გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა, თამაში კი უღიმღამო აქვს. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში", რომელსაც კრიზისული პერიოდი ჰქონდა, "ოქრი" ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე "აპოელშია".

ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქართველ ფეხბურთელზე  ჩინეთიდან წინადადება არ მოვა. ამიტომ, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა ის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და სეზონის ბოლო, ყველაზე გადამწყვეტ
მომენტში საკუთარ თამაშში ცვლილებების შეტანას."

30 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში, "აპოელი", სადაც გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილიც გამოდიან, "დოქსას" უმასპინძლებს.

altჩხუბი, ბოთლების სროლა, ქვილითაიაზე ორჯერ არდანიშნული პენალტი და 96-ე წუთზე ოქრიაშვილის საგოლე პასი [VIDEO]

altოქრიაშვილი სათამაშოდ შესაძლოა ჩინეთში გადავიდეს

altოქრიაშვილი 35 წლის ახალწვეულს მაისურს არ დაუთმობს - "აპოელი" გაძლიერდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული