"ოქრიაშვილი "აპოელის" ერთ-ერთი სატრანსფერო ბომბი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან მოლოდინი ვერ გაამართლა.
იმის თქმა შეგვიძლია, რომ მას თავის გამოჩენის შესაძლებლობები არ ჰქონდა? - 14 მატჩში 864 წუთს ითვლის. მან გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა, თამაში კი უღიმღამო აქვს. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში", რომელსაც კრიზისული პერიოდი ჰქონდა, "ოქრი" ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე "აპოელშია".
ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქართველ ფეხბურთელზე ჩინეთიდან წინადადება არ მოვა. ამიტომ, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა ის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და სეზონის ბოლო, ყველაზე გადამწყვეტ
30 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში, "აპოელი", სადაც გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილიც გამოდიან, "დოქსას" უმასპინძლებს.
ოქრიაშვილი სათამაშოდ შესაძლოა ჩინეთში გადავიდეს
ოქრიაშვილი 35 წლის ახალწვეულს მაისურს არ დაუთმობს - "აპოელი" გაძლიერდა