ხვიჩა საქმეს შეუდგა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"რუბინმა" მეორე თურქული შეკრება დაიწყო და კლუბის საიტთან ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ კომენტარი ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

"სეზონისთვის სამზადისს ვაგრძელებთ. კარგ გუნდებთან სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. ნელ-ნელა გვიბრუნდებიან ფეხბურთელები, რომლებმაც პირველი შეკრება გამოტოვეს. ნაყოფიერად მუშაობას ვგეგმავთ.

როდის დაბრუნდებიან სამოშნიკოვი, კვარაცხელია და აბილდგორი საერთო ჯგუფში? ისინი მეორე შეკრებაზე იქნებიან. კვარაცხელია და სამოშნიკოვი უკვე ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან და ფიზიოთერაპევტებთან ერთად მოედანზე მუშაობენ. ჩვენ უბრალოდ მათ ფიზიკური მომზადებით საერთო ჯგუფთან მივიყვანთ. აბილდგორი სირბილს ამ კვირაში დაიწყებს".

"რუბინი" 2 თებერვალს "სოჭის", 5 თებერვალს "ხიმკის", 8
თებერვალს კი ბათუმის "დინამოს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ვარჯიშებზე იშვითად ჩანს ბოლო დროს, როცა ჩანს სულ ცხვირჩამოშვებული და მოწყენილია. ადრე სულ მხიარული იყო და რუბინის ინსტაგრამ გვერდი სულ მისი ფოტოებით და ვიდეოებით იყო აჭრელებული. მახსოვს აქ უკმაყოფილებასაც კი გამოთქვამდით მისი მხიარული ვიდეოები რომ იდებოდა, აუზში გადახტომები და ასე შემდეგ...
ახლა დრეიერს დასდევს გვერდის ადმინი კუდში, როგორც ხვიჩას დასდევდა და ყველა ნაბიჯს უღებდა.
რაღაც შეიცვალა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბედნიერი აღარაა რუბინში.
.
30 იანვარი 2022 16:34
0
ტრავმა არ ჰქონია, ნოემბერში რომ გადატვირთულად ითამაშა ამის გამო თებერვალში რატომ ასვენებს და ინდივიდუალურად ავარჯიშებს ვერ მივხვდი.
ახლა დაიწყო სრული დატვირთვით მაგრამ მომდევნო ამხანაგურებში იქნება თუ არა არავინ იცის.
.
29 იანვარი 2022 18:52
1
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
29 იანვარი 2022 16:08
0
ბათუმის დინამოს წინააღმდეგ თუ ათამაშებენ იმედია სტვენას და გინებას არ დაუწყებს ბათუმელი გულშემატკივარი ტრიბუნიდან:)
Winter
29 იანვარი 2022 15:03
5
დუშან ვლახოვიჩი თუ ღირს $90 მილიონი, ხვიჩას $20 მილიონად ვერ ყიდულობენ?!
P.S.
Juventus have signed Dusan Vlahovic from Fiorentina for £58m, plus a further £8m in add-ons.
£1 = $1.34
ქ. გ.
29 იანვარი 2022 04:07
6
Re: "ვლაჰოვიჩმა სერია ა-ში სეზონ ნახევარში გაიტანა 40+ გოლი"
ხვიჩამ 3 თამაშში ესპანეთს, საბერძნეთს და შვედეთს 3 გოლი გაუტანა.
კარგ გუნდში რომ გადავა, მაშინ ნახავთ რამდენს გაიტანს ხვიჩა.
ქ. გ.
29 იანვარი 2022 13:04
0
მეგობარო ვლაჰოვიჩმა სერია ა ში , სეზონ ნახევარში გაიტანა 40 + გოლი
ლშა_იუვენტინო
29 იანვარი 2022 11:36
0
კი მარა ხვიჩას ტრამვა ქონდა? მე არსად წამიკითხავს.
რრრ
28 იანვარი 2022 21:45
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული