"ბილდმა" გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" გადასვლას წერილი მიუძღვნა და გუნდის მწვრთნელის, ტიმ ვალტერის კომენტარიც გამოაქვეყნა:
ელვისებრი სტარტი გეორგიელი გიორგისთვის
"ხუთშაბთს 22 წლის გიორგი ჩაკვეტაძე დილის 4 საათზე ადგა, "ჰამბურგში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. საღამოსთვის ყველაფერი იდელურად დასრულდა. პარასკევს კი "გენტიდან" იჯარით აყვანილი ჩაკვეტაძე "სახალხო პარკში" "მიდტიულანდთან" ამხანაგურ მატჩში (1:5) უკვე მოედანზე იყო.
მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა თავისი ახალი იმედი 46-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. ის ყველაფერს აკურატულად წყვეტდა - კარგი ტექნიკითა და რიგიანი ტემპით.
ითამაშებს თუ არა გიორგი "დარმშტადთან"?
ითამაშებს თუ არა გიორგი "დარმშტადთან"?
სავსებით შესაძლებელია!
სონი კიტელი დისკვალიფიცირებულია, ტრავმირებული დევიდ კინსომბი მომავალ კვირაში უნდა დაბრუნდეს.
ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი ვალტერმა გააკეთა: "მას, რა თქმა უნდა, თავისი თამაშით, იმით, რისი შექმნაც შეუძლია, დახმარების უნარი აქვს. სწორედ ამ ვითარებაში. ის ძალიან კრეატიულია და მეტოქის კართან სახიფათოა.
ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი ვალტერმა გააკეთა: "მას, რა თქმა უნდა, თავისი თამაშით, იმით, რისი შექმნაც შეუძლია, დახმარების უნარი აქვს. სწორედ ამ ვითარებაში. ის ძალიან კრეატიულია და მეტოქის კართან სახიფათოა.
მე ვთვლი, რომ ძალიან ტექნიკურია. ჩვენთან პირველი შეხვედრა ჩაატარა, თავს ლაღად გრძნობდა, რამეთუ ისევ ითამაშა და ამით გახარებული იყო".
"ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში 34 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერ "დარმშტადს" 5 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 6 თებერვალს სტუმრად შეხვდება. ასე რომ, გიორგის "ჰამბურგში" თავის პირველივე ოფიციალურ მატჩში სერიოზულ მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება.