წარუმატებელი დებიუტი... "ჩაკვემ" "მიდტიულანდთან" ითამაშა

AutoSharing Option
დღეს, 28 იანვარს, "ჰამბურგის" შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი "მიდტიულანდთან" შედგა. დანიურმა გუნდმა გერმანელები 5:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი 4:1 დასრულდა. მე-2 ნახევრიდან მოედანზე ქართველი ფეხბურთელიც ჩაერთო, თუმცა ღირებული ვერაფერი შემოგვთავაზა. საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 იანვარს, ჩაკვეტაძე ბელგიური "გენტიდან" 6-თვიანი იჯარით "ჰამბურგში" გადაბარგდა. გერმანული გუნდი მე-2 ბუნდესლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ჩემპიონატში ასვლისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის ისინი 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, სამეულამდე კი 1 ქულა აშორებთ.


მკითხველის კომენტარები / 9 /
Pirvelive tamashshi ras elodnen an ras velodit arc shetamasheba arc apkatka ase chavida shevarda moedanze da otxit ertis mere tamashi unda moego tu ra unda eqna. Ityvis tavis satqmels acalet bichs.
Ucxo
03:14 29-01-2022
0
თითქოს ინერტული იყო, ძირითადად გუნდი მარჯვენა ფრთიდან უტევდა და გიოსთან ბურთი არ მიდიოდა. რამდენჯერმე სწრაფი შეტევა სცადა და ყოველ ჯერზე ჯარიმით გააჩერეს. თამაშის დასრულების მერე ბოლომდე ვადევნე თვალყური და რამდენიმე კაცი სამწვრთნელო შტაბიდან თბილად გადაეხვია და გაამხნევა რაც ძალიან კარგად მეჩვენა. მიდი გიო იშრომე და მცდელობა არ დააკლო, შენი იმედი გვაქვს!!!
sormona
20:37 28-01-2022
2

სიახლეები პოპულარული