მორიგი შანსი გიორგის - სილესენი 4 კვირას გამოტოვებს

AutoSharing Option
"ვალენსიას" ნიდერლანდელი მეკარე, იასპერ სილესენი მოედანზე დაბრუნებას 4 კვირა ვერ მოახერხებს. როგორც ესპანური A Punt Media ირწმუნება, სპორტსმენს კუნთის ტრავმა აქვს.

ამრიგად, ხოსე ბორდალასს მომდევნო შეხვედრებისთვის არჩევანის შეჩერება გიორგი მამარდაშვილსა და ხაუმე დომენეკს შორის მოუწევს. მოგეხსენებათ, ბოლო მატჩში ქართველი მეკარე ზედმეტი წონის გამო განაცხადში არ იყო, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა.

ყველაფერს დრო გაარკვევს, თუმცა შესაძლოა ხოსე კვლავ ჩვენებურს ენდოს, სეზონის სტარტზე სილესენის დაბრუნებამდე ხომ ქართველი იცავდა "ღამურების" კარს.

"ვალენსია"  3 თებერვალს კოპა დელ რეის მეოთხედფინალში "კადიზს" დაუპირისპირდება, ლა ლიგის 23-ე
ტურის მატჩს კი 6 თებერვალს, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია jornadaperfecta-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ra unda mag mcvrtnels ar mesmis, mamardaze kargi mekare valensias ar daesizmreba.
BARSA
11:24 29-01-2022
22
ზედმეტი წონის ქონა რეჟიმის დარღვევამ იცის. გიორგიმ ბევრი უნდა იშრომოს რომ თავი წარმოაჩინოს. შანსი რა თქმა უნდა ექნება, ამიტომ ყოველთვის მზად უნდა იყოს.
G.LA
13:18 29-01-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული