ქეცბაია თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ანორთოსისისა“ და „ომონიას“ მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა კარს გიორგი ლორია იცავდა.

„ანორთოსისი“ ყველა ტურნირზე ბოლო 8 მატჩში დაუმარცხებელია, 27 ქულით მეექვსე ადგილზეა (2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 6 თებერვალს გასვლაზე „პაფოსს“ დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 3 თებერვალს, თასზე ამავე გუნდს უმასპინძლებს.

ნამატჩევს „ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა: „ჩვენ ყველანი უკეთეს თამაშს ველოდით. სამართლიანი შედეგია. ისე ვერ ვმოქმედებდით, როგორც ასეთ შეხვედრაში იყო საჭირო. მოგება ძალიან წაგვწევდა წინ. ახლა „პაფოსთან“ მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ“.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მებრდზოლი სული ნამდვილი ქარტველი ცარმატებები დზმა .........
dato
20:04 30-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული