"ბორდალასი რთული გადაწყვეტილების წინაშეა - ენდოს ხაუმეს, რომელმაც
ლა ლიგის გასულ ტურში თამაში ჩააგდო თუ მეკარე შეცვალოს.
გიორგი მამარდაშვილს სერიოზული შანსი აქვს, "ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდეს, სადაც ადგილი ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაკარგა. ახლა ქართველს თამაშის მეტი შანსი აქვს, თუ ბოლო მომენტში მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა."
შეგახსენებთ, სილესენი ტრავმირებულია, რივერო კი იჯარით "ალკორკონში" ითამაშებს. რაც შეეხება მამარდაშვილს - გასულ
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" თავკაცმა აღნიშნა, რომ გიორგი კარგად ვარჯიშობს.