30 სექტემბერს ევროპა ლიგაზე პსვ-სთან მატჩში ტრავმირებული "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მწყობრში იანვარში უნდა ჩამდგარიყო, მაგრამ მისი დაბრუნება გადაიდო, - ამის შესახებ laola1 იტყობინება.
"კიტეიშვილს ტერფის სახსარში ძვლის ტვინის შეშუპება აქვს. რა თქმა უნდა, კიდევ ცოტა ხანი გაუცდება. უკვე გარკვეულია, რომ ის სეზონის განახლებისას გუნდს ვერ დაეხმარება", - განაცხადა გრაცული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.
კიტეიშვილმა ამ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "შტურმი" კი მეორე ადგილზეა და 12 თებერვალს სტუმრად "ტიროლს" შეხვდება.