ქვილითაია არ ცხრება - ისევ გაიტანა და "აპოელი" მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ქართველების „აპოელმა“ 4:0 სტუმრად დაამარცხა „ოლიმპიაკოსი“. პირველი შეხვედრა „აპოელს“ 2:1 ჰქონდა მოგებული და მეოთხედფინალში გავიდა.

„აპოელში“ 65-ე წუთამდე ითამაშა ბუბა დაუშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ქვილითაიაც ძირითად შემადგენლობაში იყო, 48-ე წუთზე გოლი გაიტანა, ანგარიში 2:0 გახადა და როდესაც მისი გუნდი 3:0 დაწინაურდა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ისიც 65-ე წუთზე შეცვალეს. სხვათა შორის, ქვილითაიამ „ოლიმპიაკოსის“ კარი პირველ მატჩშიც დალაშქრა. მის ანგარიშზე ამ სეზონში 7 გოლია - 5 ჩემპიონატზე და 2 თასზე. თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში
არ იყო.

რაც შეეხება ჩემპიონატს, "აპოელი" მე-7 ადგილზეა (1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 6 თებერვალს გასვლაზე აელ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ კვიპროსში დავიჯერო, რომ ტრენაჟორები არაა?! რას უგავს კუნთები, ტყლარწივითაა ტიპი, ცოტა ივარჯიშე შე კაცო.
03 თებერვალი 2022 11:25
0
კვიპროსის საიდუმლო ჩემპიონატი(არ ისტრიმება)
ქვილითაია ასე თამაშობდა რაპიდში.ბელგიამ რა უქნა ტიპებს-ოქრი,ჩაკვე,ქვილითაია,ლუკა ზარანდია(პოლონეთში რა მაგრა უბერავდა ბელგიამდე) შენგელიაც თავისი ფეხით მივიდა კარიერის გასანადგურებლად ალბათ.
ჯუღელზე და რუსეთს რო ყვირიხართ იქ ბიჭებს იგრავოი პრაქტიკა მაინც აქვთ.ბელგიაზე იყვირეთ.
Levani
03 თებერვალი 2022 10:16
0
მოკლედ პელეა პელე! ოღონდ დუშეთში აპოლოში და ახალგორში.. იმას იქეთ ვეღარ ქაჩავს.
კ ო მ ბ ლ ე
03 თებერვალი 2022 05:08
6
კვიპროსი საფეხბურთო რუკაზე არის საერთოდ?ან ვინ თამაშობს საერთოდ კვიპროსში რატომ არის საინტერესო?
otari
02 თებერვალი 2022 22:36
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული