სენსაცია ლისაბონში - აბურჯანიამ „ბენფიკას“ გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-20 ტურში გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ გასვლაზე „ბენფიკა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები მე-11 წუთზე სამუელ ლინომ დააწინაურა, ხოლო 64-ე წუთზე დედაქალაქელთა კარი აბურჯანიამ დალაშქრა, რომელიც მწვრთნელმა რიკარდო სოარეშმა ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმა იმედები გაუმართლა. მან კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ლისაბონელთა კარში თავით მიუჩინა ადგილი. გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს, შემდეგ კი მასპინძელთა თავდამსხმელმა გონსალო რამოსმა ანგარიში შეამცირა.

„ჟილ ვისენტე“ 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 თებერვალს „სანტა კლარას“ უმასპინძლებს.

altაბურჯანია

90-ე წუთზე შევიდა და ფრანგ თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბეჭური დაჰკრა, ესე ქონდა ჩაფიქრებული.
ანდუყაფარი
16:05 03-02-2022
4
ძალიან გთხოვთ, ვისაც ფეხბურთი არასოდეს არ დითამაშიათ, ან გითამაშიათ და სულ კარში გაყენებდნენ, კომენტარებისგან თავი შეიკავეთ, არაა ეს თქვენი საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს საქმეში წარუმატებლები ხართ, თორემ ამდენი ბოღმა არ გექნებოდათ.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული