ზედიზედ 9 მატჩში დაუმარცხებელი ქეცბაიას "ანორთოსისი" მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
„ანორთოსისი“ კვიპროსის თასის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში „პაფოსს“ დაუზავდა (0:0) და ვინაიდან პირველი შეხვედრა 3:1 ჰქონდა მოგებული, მეოთხედფინალში გავიდა.

პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, „ანორთოსისს“ თამაშის გამწვავება არ აწყობდა, სასურველი სცენარით წარმართა, მატჩი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა და თემურ ქეცბაიას გუნდმა მიზანს მიაღწია.

ფამაგუსტელთა კარს გიორგი ლორია იცავდა.

„ეს უფრო ტაქტიკური ორთაბრძოლა იყო. არ გვინდოდა გოლი გაგვეშვა და მეტოქეს თამაშის საშუალება არ მივეცით. ამ რაუნდში ჩვენი გუნდი ლიგაში საუკეთესო იყო და შემდეგ ეტაპზე გასვლა ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა „ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისი“ ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩში დაუმარცხებელია, მათ შორის 3 უკანასკნელი ფრედ დაასრულა და 6 თებერვალს „პაფოსს“ უკვე ჩემპიონატზე დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ქეცბაიას ესეთი მშრომელი პირდაპირი და საქმიანი ხალხი გვჭირდება ქვეყანაში და აქედან გააგდეს
ნიკოლოზი
14:19 04-02-2022
1
პირიოდ ბრატუხა ტოლკა ვპირიოდ...........
dato
23:10 03-02-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული