ჩაკვეტაძის მშვენიერი დებიუტი - მონაწილეობა საგოლე ეპიზოდში და "ჰამბურგის" მიერ განადგურებული ლიდერი

AutoSharing Option
გერმანულ "ჰამბურგში" გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - 22 წლის ნახევარმცველმა "დარმშტადთან" დიდი ანგარიშით, 5:0 სტუმრად მოგებულ შეხვედრაში დასკვნითი 12 წუთი იასპარეზა.

ჰამბურგელებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და მეორე ბუნდესლიგის ლიდერს შანსი არ დაუტოვეს. გიორგი შეხვედრაში საკამოდ აქტიურად და თამამად ჩაერთო - ბურთს რამდენჯერმე შეეხო, ზუსტი პასები გააკეთა და  მეხუთე გოლის ორგანიზებაში მონაწილეობაც მიიღო.

"ჰამბურგის" ფორვარდმა გრაცელმა პოკერი შეასრულა, ერთი გოლი კი ვინთზეიმერის ანგარიშზეა.

37 ქულით მე-4 ადგილზე მყოფი "ჰამბურგი" 12 თებერვალს "ჰაიდენჰაიმს" უმასპინძლებს.

altდასჯა და რეაბილიტაცია - მამარდაშვილსა და ჩაკვეტაძეს სასტარტოში

ელოდნენ...



მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეიცის ქართულმა მოუზომავმა ქება-დიდებამ - ეს ძალიან იმედის მომცემი ბიჭი დღეს არაფერს წარმოადგენს, ისევე როგორც დღეს უკვე კვარაცხელიაც...ისე, წაიყვანოს შოთამ "ჰალში" და ათამაშოს 90 წუთი, მგონი ორივე მხარე იხეირებს!
sandro
14:49 07-02-2022
4
ეგრევე ეტყობა კლასნი რომაა
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული