ჩერჩესოვი დვალს არ ათამაშებს და ყოველი წაგების შემდეგ თავს იმართლებს

AutoSharing Option
რაც "ფერენცვაროშის" სახსნელად სტანისლავ ჩერჩესოვს უხმეს, ამ გუნდის საქმეები კიდევ უფრო უკან წავიდა - ყველა ტურნირზე ბოლო 4 მატჩიდან 3 მარცხი განიცადა.

6 თებერვალს, უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, ბუდაპეშტური გუნდი სახლში 0:3 დამარცხდა "პაკშისთან" და ლიდერობა გადაულოცა. ჩერჩესოვმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა მცველი ლაშა დვალი და ნამატჩევს თავი იმართლა.

მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია სიტუაციის განვითარებით, ამ შეხვედრაში 3-4 გოლის გატანა შეეძლოთ, სიმშვიდის შენარჩუნება მართებთ და როდესაც აფრიკის თასზე მოასპარეზე ლეგიონერები დაუბრუნდებიან, ვითარება მკვეთრად შეიცვლება.

"ამკარის" ყოფილმა კაპიტანმა ალექსეი პოპოვმა РБ
Спорт-თან განაცხადა, რომ მისი გუნდის ექსმწვრთნელები ჩერჩესოვი და რაშიდ რახიმოვი უარყოფითი პიროვნებები არიან, ადამიანები არ უყვართ; მათი მიზანი არაა ვინმეს რამე ასწავლონ, მხოლოდ ფული აინტერესებთ, სხვების მიმართ ემპათია არ აქვთ და შესაძლოა, ეს გენურ დონეზე გადაეცემათ.

ჩერჩესოვის ყოფილი შეგირდები ამბობენ, რომ ის იუმორთან მწყრალადაა, თავად კი ამტკიცებს, რომ დემოკრატიული დიქტატორია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რას გადაეკიდეთ ამ ჩერჩესოვს? რამე დაგიშავათ? მაგან რასაც მიაღწია მაგის ნახევარი მაინც რომ შეეძლოს სანიოლს
გოგიტა
10:56 07-02-2022
20
რას დაამსგავსა გუნდი ამ შობელ@მა ამაან … :)))))))) ამ გუნდის დირექტორს რას აჭმევს ასეთს …
bejo
19:32 07-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული