"კვარაცხელიას ფასი არ შეიცვალა (20 მილიონი), მაგრამ მოვრიგდებით" - "რუბინის" დირექტორი

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ Sport24-თან ინტერვიუში ის ფასი დაასახელა, რომლის სანაცვლოდ მზად არიან ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი განახორციელონ.

- "მიეცით ცოტა დაშოშმინების საშუალება. "ტოტენჰემი", "მანჩესტერი" და "ჩელსი" რომ ყოფილიყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ზაფხულში არ მოსულიყვნენ, მე იმედგაცრუებული დავრჩებოდი". თქვენ ასე თქვით ხვიჩაზე. ის რაღაც მომენტში მართლა მწუხარებამ მოიცვა?
- რა თქმა უნდა. მე მისი კარგად მესმის. როდესაც ბავშვობასა და სიჭაბუკეში ყველა ამ ლიგას უყურებდი, ახლა კი გესმის, რომ იქ გადასვლის რეალური შესაძლებლობა გაქვს, თუმცა შენ წასაყვანად არავინ მოდის, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ისინი
აუცილებლად დაბრუნდებიან მის გამო; უბრალოდ მომენტი, როდესაც ეს ხდება, შენზე მოქმედებს.

ამის გადასატანად დრო უნდა მივცეთ, რათა მიხვდეს, ეს როგორ მუშაობს. ახლა ის სრულად გამოერკვა ამ სიტუაციიდან. მეორედ ეს არ დაემართება.

- ერთი წლის წინ თქვენ ამბობდით, რომ ხვიჩას ფასი თქვენთვის 30 მილიონი ევრო იყო. ნახევარი წლის შემდეგ ფასი 20 მილიონი გახდა. ახლა რამდენი ღირს ხვიჩა?
- ფასი არ შეიცვალა - 20 მილიონი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შევძლებთ ფასზე შეთანხმების მიღწევას.

- როგორია შანსი, რომ ზაფხულში ევროპაში წავა?
- მე ზუსტად ვერ ვივარაუდებ. გასულ ზაფხულს მის გარშემო უკვე ყველაფერი ვივარაუდეთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაც ახლა ხვიჩას მართებს ისაა, რომ ძალიან უნდა მოუმატოს გაზაფხულიდან და ასევე ფრთხილად უნდა იყოს, ტრავმა არ აიკიდოს.
ეს ორი ერთად ურთულესი შესასრულებელი იქნება, ვუსურვებ, რომ გამოუვიდეს.
ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ, სხვას ვერაფერს ვცვლით.
1
რაც უნდა წერონ რუსებმა, მე მაგათი აზრი არ მაინტერესებს,ყველამ კარგად ვნახეთ რა შეუძლია კვარას ნაკრებში,დანარჩენი აღარ მაინტერესებს,წარმატებები კვარა ნაკრებთან ერთად კიდევ ბევრი გოლი გაგეტანოს ესპანეთის დონის გუნდებისთვის!
გიორგი
21:41 08-02-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული