"შტურმის" ტრავმირებული ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება ისევ გადაიდო.
გრაცული გუნდის მწვრთნელმა კრისტიან ილზერმა "კიკერთან" აღნიშნა, რომ ქართველს კიდევ რამდენიმე კვირა გაუცდება და მისი აპრილში მწყობრში ჩადგომის იმედი აქვს.
კიტეიშვილმა ტრავმა 30 სექტემბერს მიიღო. მან kleine zeitung-ს განუცხადა, რომ დასაბრუნებლად თავდაუზოგავად შრომობს.