ქვილითაიამ "აპოელს" ოპტიმიზმი მოუტანა - კვიპროსული მედია მატჩის წინ

AutoSharing Option
დღეს, 9 თებერვალს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში, გიორგი ქვილითაიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და ბუბა დაუშვილის "აპოელი" პაეეკ-ს ესტუმრება. philenews-ი ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში მყოფ ქვილითაიაზე წერს:

"გასულ სეზონში, "ანორთოსისის" რიგებში 37 მატჩში, ყველა შეჯიბრებაში 15 გოლი გაიტანა და მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. თავდაპირველად "აპოელში" ადაპტირება გაუჭირდა - გუნდში პირველ შვიდ მატჩში (539 წუთი) მას მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი ("ანორთოსისთან" 1:2 მარცხში).

ამის შემდეგ ნიქოზიური კლუბი დაიხვეწა და ქართველი ფორვარდიც უკეთ ათამაშდა - 6 ნოემბრიდან (აელ-თან მატჩი) დღემდე, გიორგიმ ცხრა
მატჩში (729 წუთი), ლიგასა და თასზე რვა გოლი გაიტანა.

ქვილითაიას ასეთმა შედეგებმა "აპოელის" გულშემატკივრებსაც უფრო მეტი ოპტიმიზმი მოუტანა."

შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ქართველი ლეგიონერების კლუბს 30 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს.

altვერ აჩერებენ, ვერა - ქვილითაიამ დუბლით აელ-თან თამაში შემოატრიალა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინც ამის გაფუჭებული მომენტები ნახეთ, რა ოპტიმიზმი დაინაახეთ რომ მითხრათ? მართლა მოხერხება უნდა
giggs
16:47 09-02-2022
4

სიახლეები პოპულარული