ბორდალასმა მამარდაშვილის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო?

AutoSharing Option
11 თებერვალს, ესპანეთის თასის ნახევარფინალში, "ვალენსია" გასვლაზე "ბილბაოს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, "ატლეტიკმა" მიმდინარე გათამაშებიდან "რეალი" და "ბარსელონა" გამოაგდო. Sportskeeda ირწმუნება, რომ "ღამურების" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელმაც "სოსიედადთან" მატჩში თავი საუცხოოდ წარმოაჩინა.

Eldesmarque აღნიშნავს, რომ "სან მამესზე" სტუმრებს ძალიან რთულ ატმოსფეროში მოუწევთ თამაში და გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, ორი კვირის წინ ტრავმირებულმა იასპერ სილესენმა კი ვარჯიში დაიწყო.

როგორც იცით, ბორდალასი თასის მატჩებში ხაუმე დომენეკს ათამაშებდა. მწვრთნელს პრესკონფერენციაზე კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, ჩამოყალიბდა თუ არა იმასთან დაკავშირებით, სამი გოლკიპერიდან რომელს გამოუცხადებს
ნდობას.

"ამას ვერ გეტყვით და ეს თავად იმანაც არ იცის, რომელსაც მოედანზე გასვლა მოუწევს. სილესენი უკვე ვარჯიშობს, თუმცა, შესაძლოა, ჯერ ბოლომდე მზად არ არის. ხვალ გადავწყვეტთ", - ციტირებს ბორდალასს Lasprovincias-ი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თასზე ბორდალასი დომენეკს ათამაშებს, ხოლო ვიდრე სილესენი მწყობრში ჩადგება, ლა ლიგაზე - მამარდაშვილს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი, ჩვენო იმედო, ერთ რამეს გთხოვ, გამოსვლებზე უნდა იაქტიურო განსაკუთრებით.... უნდა დაანახო ყველას, რომ მეკარის მოედანი, მხოლოდ შენია....
გიორგი 50
11:00 10-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული