ნინუას დებიუტის მოლოდინში და ქეცბაია ფორვარდის პრობლემით

AutoSharing Option
დღეს, 10 თებერვალს, ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო 2 შეხვედრა საბერძნეთსა და კვიპროსში გაიმართება.

სუპერლიგის მეთერთმეტეადგილოსანი "ლამია" სატურნირო ცხრილში მასზე ქვემოთ მყოფ "ატრომიტოსს" ესტუმრება. ბაჩანა არაბულთან ერთად, ახალ ბერძნულ კლუბში ნიკა ნინუას დებიუტს ველით. მოგეხსენებათ, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ პაოკ-ის წევრია და ახლა იჯარით თამაშობს.

არაბულის ანგარიშზე 16 შეხვედრაში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასია. იმედია, ნინუა, "ანორთოსისისგან" განსხვავებით (სადაც უკანასკნელად 25 სექტემბერს ითამაშა), ახალ კლუბს მოერგება და ათამაშდება, რათა ამბიციურმა პაოკ-მა დაიბრუნოს.

მატჩის დაწყების დრო 19:15 საათია.

თემურ ქეცბაიას
კი ფორვარდის პრობლემა შეექმნა. კაჭარავასა და ლაფერტის ნაცვლად შეძენილი ნოვოტნი თამაშს ვერ ახერხებს. ალტერნატივა კილაზაროს ქისტედულოპულოსი ან დიმიტრი ქრისტოფია - მათ წინა ხაზზე თამაშის გარკვეული გამოცდილება აქვთ.

ქართველი სპეციალისტის გუნდი, რომლის კარსაც გიორგი ლორია იცავს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში "არისს" უმასპინძლებს. მე-6 ადგილზე მყოფმა ფამაგუსტელებმა ბოლოს მარცხის გემო 2021 წლის 4 დეკემბერს იგემეს (პაეეკ-თან 2:3), ამის შემდეგ კი ყველა ტურნირზე 5 მატჩში გაიმარჯვეს და ამდენივე ფრეს მიაღწიეს. მე-4 ადგილზე მყოფ აპოელ-ს რომ არ ჩამორჩეს, ქეცბაიას გუნდს კიდევ ერთი გამარჯვება (ჩემპიონატში ზედიზედ 3 ფრის შემდეგ) აუცილებლად სჭირდება.

შეხვედრა ჩვენი დროით 21:00 საათზე აიღებს სტარტს.

altზედიზედ 9 მატჩში დაუმარცხებელი ქეცბაიას "ანორთოსისი" მეოთხედფინალშია

altარაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]

altოფიციალურად - ნინუამ საბერძნეთში გუნდი შეიცვალა

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ჯიგრი მაგარო ...................
aron
13:00 10-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული