რუსული მედია მამარდაშვილზე წერს - "მოსკოვის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ პრემიები არ გაცემულა"

AutoSharing Option
"ვალენსიას" ამოუცნობი და უხილავი გმირი ჰყავს - მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია და "ლა ლიგის" ბოლო ტურის სტატისტიკის მიხედვით, "ვალენსიასა" და "რეალ სოსიედადის" მატჩში (0:0) საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მთლიანობაში, გიორგიმ "ვალენსიაში" შვიდჯერ ითამაშა (მათ შორის, მადრიდის "რეალთან"), შვიდი გოლი გაუშვა და სამჯერ კარი "მშრალად" შეინახა.

ახლა - როდესაც მეკარე იასპერ სილესენი ტრავმირებულია და მისი შემცვლელი ხაუმე დომენეკი უბრალოდ არასტაბილური, მამარდაშვილი მზად არის, ნომერ პირველი გახდეს. მწვრთნელი ხოსე ბორდალასი მას კვლავ ენდობა...

დროა გავიცნოთ "მამარდა" - ასე ეძახიან ქართველ მეკარეს როგორც მშობლიურ ქუთაისში, ისე
"ვალენსიას" გულშემატკივრებში. სულ ახლახან, UEFA-ს რეპორტიორებისა და რედაქტორების მიხედვით, ის 2021 წლის საუკეთესო 50 ევროპელ ნიჭიერ ფეხბურთელში შევიდა.

ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება - როცა მამარდაშვილმა და მისმა "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" ევროთასებიდან გააგდეს...

Sportall.Ge

ზედიზედ ორ სეზონში - 2016/17 და 2017/18 წლებში, გიორგი "დინამო თბილისის" შემადგენლობაში მოედანზე არასოდეს გამოსულა. ამის შემდეგ ის იჯარით წავიდა: ჯერ "რუსთავში" (შვიდი "მშრალი" კარი და 43 გაშვებული გოლი 28 თამაშში), შემდეგ თბილისის "ლოკომოტივში" (რვა გოლგაუშვებელი შეხვედრა და 43 გაშვებული 35 მატჩში).

მეკარემ უეფას თასის შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ აქამდე ასეთ მაღალ დონეზე არასდროს უთამაშია. ამავდროულად, მოსკოვის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ პრემიები არ გაცემულა  - უბრალოდ, გამარჯვების მოტივაციისთვის საჭირო არ იყო...

"ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება და არა მხოლოდ "ლოკომოტივის". გულშემატკივრებისგან ჯერ კიდევ უამრავ შეტყობინებას ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მატჩს ვერ დაესწრნენ, ბევრი მაინც მოვიდა - გარეთ გველოდნენ, რომ გავეცილებინეთ, როცა სტადიონიდან ავტობუსით გამოვედით. სიმართლე გითხრათ, ჩვენი გამარჯვება იყო მთავარი ამბავი ყველა ქართულ მედიაში" - ამბობდა მამარდაშვილი.

გიორგიმ პირველი მატჩი "ვალენსიაში" 2021 წლის შემოდგომაზე, "ხეტაფეს" წინააღმდეგ ჩაატარა და გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც კლუბში დებიუტი ჰქონდა (20 წელი და 318 დღე). პარალელურად, "ღამურების" ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა, "ტვიტერში" დაწერა, რომ ქართველის სჯერა: "ეჭვი არ მეპარება, რომ ის მაღალ დონეზე ითამაშებს". მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კი თქვა, რომ გიორგის ყველაფერი იდეალური აქვს...

მართალია, მეკარე სათადარიგოთა სკამზე იჯდა უკვე 2021 წლის სექტემბრის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც მან "სევილიასთან" სამი გოლი გაუშვა, თანაც, უკვე 22-ე წუთზე...

იანვრის ბოლოს მამარდაშვილი "ატლეტიკოსთან" ლა ლიგის მატჩზე უჩვეულო მიზეზის გამო არ წასულა - შემადგენლობაში ჭარბი წონის გამო ვერ მოხვდა. 

მეკარე ენას სწავლობს. ესპანეთში მამარდაშვილის შესახებ ხუმრობენ, რომ მისი სიმაღლე (199 სმ) და გვარი ერთნაირად დიდია. გიორგი მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს -  პატერნაში, ვალენსიის გარეუბანში, სადაც კლუბის ბაზაა განთავსებული და ბევრი ფორთოხალი იზრდება.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altბორდალასმა მამარდაშვილის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო?

altვინ უნდა იყოს "ვალენსიას" პირველი მეკარე? - ესპანური მედია მსჯელობს


მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი გიორგი, არ მოადუნო ვარჯიშები და ყველაფერი ავტომატიზმამდე გექნება მალე..
შენი და ყველა ქართველის წარმატება ყველას ბევრ სიხარულს გვანიჭებს...
rable
17:34 10-02-2022
0
ვერ ინელებენ ვერა
beqa
15:54 10-02-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული