"ჩაკვეს" მშვენიერი 24 წუთი და "ჰამბურგის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში 64-ე წუთზე გახსნეს, თავი სონი კიტელმა გამოიჩინა.

66-ე წუთზე ჰაბურგელთა მწვრთნელმა, ტიმ ვალტერმა შეცვლაზე ჩაკვეტაძე შეუშვა. ჩვენებური თამაშში აქტიურად ჩაერთო, დაცვასაც მშვენივრად ეხმარებოდა და შეტევასაც არ ერიდებოდა. 85-ე წუთზე გიორგი სწრაფი კონტრიერიშისას კლაინდინსტმა წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო.

78-ე წუთზე ბაკერი ჯატას წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კიტელმა უზადოდ შეასრულა და "დინოზავრების" უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ "ჰამბურგი"
40 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 თებერვალს, "სანდჰაუსენის" წინააღმდეგ გამართავს.

ჰამბურგი. "ვოლკპარკსშტადიონი". 10 000 მაყურებელი
ჰამბურგი - ჰაიდენჰაიმი 2:0
გოლები: კიტელი (63), 2:0 კიტელი (78, პენ)

მკითხველის კომენტარები / 33 /
ყველა ბურთთან შეხებაში ეტყობა მაღალი კლასი გიოს, ვინ მაღალი კლასის თამაშობსო მაგის ადგილასო თუ ძმა ხართ?! გიოს კლასის ფეხბურთელი ჰამბურგში კი არა მე2 ბუნდესლიგაში მთლიანად არ იქნება 2-3.
12 თებერვალი 2022 20:58
3
ჩაკვემ მგონი უშველა თავს, ეხლა მთავარია ფიზიკურად უფრო შევიდეს ფორმაში. შეხედეთ ჰამბურგის თამაშს და შეადარეთ გინდა ბელგიის გენტისა და მითუმეტეს რუბინის თამაშთან, ცდილობენ კომბინაციურად ითამაშონ. იმედია კვარაც მოშორდება რუსეთის ჩემპიონატს, თავისუფლად შეძლებს ბუნდესლიგაში თამაშს და იდეალური იქნება კვარასთვის. ამ შესარჩევ ციკლში გაძლიერებული ჩაკვე ნაკრებს ჰაერივით სჭირდება.
zaza
12 თებერვალი 2022 20:16
1
შეცდომა იყო გიოს გენტში წასვლა , ჯობდა თავიდანვე გერმანიაში წასულიყო , გენტმა გამოწურა , რადგან უნდა გაეყიდა 2 სეზონის მერე და ტრავმა რომ არაა , ალბათ მასეც იქნებოდა , თუმცა ევროპული საშუალო და დაბალი კლასის გუნდების სტრატეგია ეგ არის , რომ ნიჭიერი ახალგაზრდების გაყიდვით იშოვონ ფული , თუ ათამაშდა სავარაუდოდ იყიდის ჰამბურგი , უკან დაბრუნება სისულელეა , გერმანელებმა იციან , ფიზიკური გამძლეობა , როგორ განუვითარონ , სწორ სირბილსა ასწავლიან , სახსარიც მოურჩება და განუვითარებელ კუნთების გამაგრებით რკინათ აქცევენ . გერმანიაში ვისაც უთამაშია ქართველს , ამბობდნენ , პირველი ექვსი თვე , იმ კუნთების განვითარებას მოანდომეს , რომელიც სუსტი იყოვო , ვისმა ორგანიზმმაც გაუძლო , ყველამ ტრავმის გარეშე ჩაქმთავრა კარიერა და ვისი ორგანიზმიც აღარ დაემორჩილა ცვლილებას , კი ვიცით რაც დაემართათ . წარმატებები გიო , ძალიან ბევრი ელოდება შენს წარმატებას და ზოგიერთების ბოღმას ნუ მიაქცევ ყუადღბას , ივარჯიშე და უსმინე გულმოდგინედ რასაც გეტყიან ა გასწავლიან , მწვრთნელი გენდობა , რადგან ბუნდესლიგისთვის ამზადებს გუნდა და ორი თანაბარი დონის შემადგენლობა სჭირდება , ასე რომ არ დაიჩაგრები დროის მხრივ .
ATP 16
12 თებერვალი 2022 20:48
0
მართლ;ა ძალიამ კარგად ჩაერთო კარგად იბრძოლა ბირთსაც კარგად ატარებდა თავისი საფირმო ფინტებიც გააკეთა ორჯერ და რაც მთავარია ბურთზე ისე იბრძოდა გაბედულად რომ იმ ტრავმის შიში არა აქვს და ესაა ყველაზე კარგი ! მე ამ თამაშს მატჩ ფუტბოლ3 ზე ვუყურებდი და რუსი კომენტატორი ისე გულშემატკივრობდა ჩაკვეტაძეს თითქოს რუსი თამაშობდა მოედანზე ! ძალიან კარგად ილაპარაკა ჩაკვეზეც და მთლიანად ქართულ ფეხბურთზე და გაკვირვებაც გამოთქვა--ასეთი მაგარი და ტექნიკური ფეხბურთელების ცვენაა ქართულ ფეხბურთში ბოლო წლებია და ადრეცო და გასაკვირია აქამდე ერთხელ მაინც რატომ ვერ მოახერხეს მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლაო ! ისე ჩვენც მაგრა გვიკვირს ყველას ! რატოოოოოოომ ??????
zura222
12 თებერვალი 2022 18:44
6
რა რატომ?:) იმიტომ რომ ორი საუკეთესო ფეხბურთელი ამ ცვენიდან ერთი მეორე ბუნდესლიგის სათადარიგოა და მეორე რუსეთის საშუალო გუნდის ლიდერი. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. მშრალი ფაქტია, მაგრამ დამიჯერეთ ნაკრების 2-3 ლიდერმა თუ ითამაშა მაგალითად ბუნდესლიგის კლუბის ძირითადში შედეგიც მაშინ მოვა. რუსი კომენტატორი კი გარტყმაში არაა, ბოდიში რუსეთუმეებთან.
დიდუბელი
12 თებერვალი 2022 22:17
6
დაიწყო თამაში,ეს კარგია,წარმატებები
ქართველი
12 თებერვალი 2022 19:12
1
რა უნდოდა იმ წყეულ ბელგიაში
გეკითხებით მე თქვენ
12 თებერვალი 2022 19:34
1
მგონი უშველა თავს
ლევან მაღლაკელიძე
12 თებერვალი 2022 20:36
1
ძლივს არ დაახწია თავი იმ დაგცეულ ბელგიას?! წარმატებები გიოო...
საქმე
12 თებერვალი 2022 18:47
1
"რა მიღება!.." ხო გააკეთა! :)
ერთიერთზე რაარ გაამწვავა, ცოტა უცნაურად ჟღერს მისგან, მაგრამ ალბათ მწვრთნელის მითითება იყო.
ყველაფერი კარად იქნება!
ziz
12 თებერვალი 2022 20:48
1
ყველაფერი წინ არის თუ არ მოდუნდა. ნელნელა აჩვევენ მოედანს და გუნდს და შორს არ არის ძირითადში რომ დამკვიდრდება. მთავარია ტრამვებმა აღარ შეაწუხოს და ზედმეტი ვარჯიში არ დაეზაროს ტრენაჟორებზე.

ამ ასაკში კობი და იაშკაც მეორე ბუნდესლიგის ფრაიბურგში იყვნენ. ჰამბურგი ბევრად მაგარი გუნდია, ისტორიული. გადმოვლენ წელს ბუნდესლიგაში. დანარჩენი გამოჩნდება იყიდიან თუ არა, მაგრამ არ დაიკარგება ჩაკვე. მთავარია ივარჯიშოს და სტაბილურად ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა

კარგია
12 თებერვალი 2022 18:31
1
კალდუნა-ს! ისე ამბობ, თითქოს გოლფში ვუნდერკინდია)
დავით
13 თებერვალი 2022 00:59
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული