"ჩაკვეს" მშვენიერი 24 წუთი და "ჰამბურგის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში 64-ე წუთზე გახსნეს, თავი სონი კიტელმა გამოიჩინა.

66-ე წუთზე ჰაბურგელთა მწვრთნელმა, ტიმ ვალტერმა შეცვლაზე ჩაკვეტაძე შეუშვა. ჩვენებური თამაშში აქტიურად ჩაერთო, დაცვასაც მშვენივრად ეხმარებოდა და შეტევასაც არ ერიდებოდა. 85-ე წუთზე გიორგი სწრაფი კონტრიერიშისას კლაინდინსტმა წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო.

78-ე წუთზე ბაკერი ჯატას წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კიტელმა უზადოდ შეასრულა და "დინოზავრების" უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ "ჰამბურგი"
40 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 თებერვალს, "სანდჰაუსენის" წინააღმდეგ გამართავს.

ჰამბურგი. "ვოლკპარკსშტადიონი". 10 000 მაყურებელი
ჰამბურგი - ჰაიდენჰაიმი 2:0
გოლები: კიტელი (63), 2:0 კიტელი (78, პენ)

მკითხველის კომენტარები / 33 /
1979 წლის შემოდგომაზე იმას როგორ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ჰამბურგს ვუგულშემატკივრებდი. :))
მიშა
10:14 13-02-2022
1
მშვენიერია ასე უნდა გააგრძელოს აი რას ნიშნავს გარემოს გამოცვლა იმ მწვრთნელთან მუშაობა ვინც გაფასებს და ნიჭს ხედავს შენში... ამდენი ხნის უთამაშებლობის მერე ეგრევე ძველი ჩაკვეს ნახვა ძნელია 30-40% აჩვენებს თავის კლასს და თუ ასე გააგრძელა აპრილ-მაისსში ძველ ჩაკვესაც ვნახავთ. უეჭველი გადავა ჰამბურგი ბუნდესლიგაში კაი გუნდი ყავთ და უნდა დარჩეს ჩაკვე მანდ 2წელი და ამის მერე მხოლოდ გრანდში გადავიდეს.. ბავარია დორტმუნდი ან პრემიერლიგა
რონი
10:10 13-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული