შოთა არველაძის "ჰალი" მიჯრით მესამედ დამარცხდა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ფულჰემთან“ 0:1 დამარცხდა.

გოლი 57-ე წუთზე სერბმა თავდამსხმელმა ალეკსანდერ მიტროვიჩმა გაიტანა.

არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონატის 4 მატჩიდან 1 მოიგო და 3 წააგო.

„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 32 ქულით მე-19 ადგილზეა და 15 თებერვალს სტუმრად „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სამწუხაროდ არაა მზად არველაძე ამ დონისთვის, იყო კარგად აწყობილი უზბეკეთში და ყოფილიყო იქ ეგაა მაგისი კალიბრი. ცეკვა-თამაში ეგონა ალბათ ინგლისიც და იმ თურქმაც არ გაუშვა შანსი.
Tommy
12 თებერვალი 2022 21:26
18
შოთას ყველა შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა ძალიან გაუჭირდება. ჩემპიონშიპი ბევრი ევროპული ქვეყნის უმაღლეს დივიზიონს აღემატება ყველაფრით: თვითონ ჰალი კი საკმაოდ სუსტი გუნდია(უსახური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულია, ფიზიკურადაც სუსტად გამოიყურება, ვერ დარბიან ნორმალურად). ასე რომ შოთას ბევრი სამუშაო აქვს.ჩემის აზრით მთავარი ამოცანა იქნება კიდევ არ დაეშვას ქვევით და არ გავარდეს პირველ ლიგაში.
david
12 თებერვალი 2022 21:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული