Infobae: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ალავესთან" "ვალენსიას" კარს დაიცავს

AutoSharing Option
13 თებერვალს, ლა ლიგის 24-ე ტურში "ვალენსია" გასვლაზე "ალავესს" დაუპირისპირდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, "ღამურების" კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

Infobae იტყობინება, რომ გოლკიპერმა იასპერ სილესენმა ტრავის შემდეგ მწყობრში ჩადგომა ვერ მოახერხა და თუ არაფერი არ შეიცვალა, მამარდაშვილი" ითამაშებს, რომელმაც ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ორი კარგი მატჩი ჩაატარა.

გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატის 7 და თასის 1 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამ გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აიყვანოს პირადი მწვრთნელი არაფერი დასაძრახი მაგაში არ არი და ი.უშაოს ბევრი დხვეწოს პლიუსები მინუსების გამოსწორებაზე ბევრი ივარჯიშოს ფეხის თამაშს მიაქციოს ყურადღება თანამედროვე ფეხბურთში ხშირად იყენებენ მეკარის სწორდ გგამოზომილ გრძელ გადაცემას. უფრო მეტი თავდაჯერებულობა და არ უნდა ეს პანიკა ვაი არ შევცდე შეუცდომელი არავინაა ო ღონდ სრულ მობილიზებას და ყოველთვის მზად უნდა იყო ბრძოლაში ჩაერთო.წარმატებები ყველას გაგვიხარდება
კახა
03:08 13-02-2022
1
ხაზზე ძაან მაგარია.გამოსვლაზე ისე ვერა.მე მაგის ადგილზე კარს უკიდურეს შემთხვევაში დავტოვებდი და კიდევ კალათბურთის ხშირი თამაში ანვითარებს უნარებს რომელიც გამოსვლაზე თამაშს აუმჯობესებს.
cheroeli
22:58 12-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული